Tuesday, February 24, 2015

დღე 7

მდააა..... ისე გავიდა 4 საათი, ვერც კი გავიგე... ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ: გავიხსენეთ სკაფოლდინგის მეთოდი, მისი მნიშვნელობა, შევადგინეთ მოსწავლეთა მხარდამჭერი დოკუმენტი. გარდა ამისა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ავღწერეთ პროექტის მიმდევრობა.

Monday, February 23, 2015

დღე 6

ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღეა: ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართის გაკეთება და ვიდეოს  ატვირთვა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკებზე. ინტელის სახელმძღვანელო ნამდვილი საჩუქარია!

Tuesday, February 17, 2015

დღე 5

მეხუთე დღეს დავბრუნდით ბავშვობაში... ანუ მოვირგეთ მოსწავლის სტატუსი და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, ანუ პატარა პრეზენტაცია პროექტისათვის....არც თუ ისე ადვილი საქმე ყოფილა... ყოჩაღ, ბავშვებო, თქვენ ხომ ამას ხშირად აკეთებთ!
გარდა ამისა, ვისაუბრეთ ციტირებულ დოკუმენტზე და საავტორო უფლებებზე.

Sunday, February 15, 2015

დღე 4

დღეს ვიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმაზე, დავადგინეთ მიმნართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები; დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა და სლაიდების გაფორმება.

Tuesday, February 10, 2015

დღე 3

დღეს საკმაოდ დაძაბული დღე იყო, გავეცანით ონლაინ კოლაბორაციულ თანამშრომლობას, გარდა ამისა, ვისწავლეთ საკვანძო კითხვების დასმა და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.

Wednesday, February 4, 2015

დღე 2

დღე მეორე... მოლოდინი მართლდება- ძალიან  საინტერესო რაღაცეები ვისწავლეთ დღეს, როგორიცაა ,მაგალითად, ბროშურების დამზადება სხვადასხვა მეთოდით .ძალიან სასარგებლოააააა

Tuesday, February 3, 2015

დღე 1

ძალიან  საინტერესო დასწყისია....ერთი სული მაქვს როდის გავიგებ და ვისწავლი ყველაფერს. დღეს გავეცანით  Intel Education Viewer სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასთან მუშაობა.