|
გაკვეთილის თემა:
|
„ რატომ ვკითხულობთ?“
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო (მე-11 ბ კლასი, ), 23 მოსწავლე
|
|
საგანი
|
ინგლისური ენა
|
|
სპეციალური საგანმანათლებლო საწიროებების მქონე პირები
|
არა
|
|
სასწავლო მიზნები:
|
ა)მოსწავლე საუბრობს საყვარელი წიგნის შესახებ;
ბ)მოსწავლე იყენებს ლექსიკო-გრამატიკულ კლიშეებს (to my mind, in my
opinion, as for me და ა.შ.)
გ)მოსწავლე მეტყველებას ლოგიკურად თანმიმდევრულად ახერხებს
|
|
მსვლელობა
|
მასწავლებელი აკეთებს გამოწვევას პრეზენტაციის მეშვეობით “Why do you read?” (8 წუთი) და ამის
შემდეგ მოსწავლეებთან იწყებს თემის განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში (10 წუთი);
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს
ლექსიკო-გრამატიკული კლიშეების to
my mind , as for me, in my opinion გამოყენებას საკუთარი აზრის გამოსახატავად (5 წუთი);
მოსწავლეები ადგენენ წინადადებებს
დამოუკიდებლად (5 წუთი);
მასწავლებელი აძლევს დავალებას
მოსწავლეებმა შეადგინონ მიკრო დიალოგები გაკვეთილზე შესწავლილი ლექსიკური
და გრამატიკული მასალის გამოყენენბით და
უთითებს მათ დროის ლიმიტს ( 3 წუთი)
;
მოსწავლეები წარმოადგენენ მიკროდიალოგებს (5 წუთი);
მასწავლებელი თხოვს რამოდენიმე ძლიერ მოსწვლეს შეაჯამოს თემა და წარმოადგინოს მოკლე მონოლოგიური გამოსვლა თემაზე
( 5 წუთი) ;
მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს და აძლევს საშინაო დავალებას მოამზადონ მონოლოგიური გამოსვლა
თემაზე უფრო განვრცობილი და უთითებს სიტყვათა მოცულობას (2 წუთი);
|
|
რესურსები
|
სტანდარტული, პროექტორი, გამაგრძელებელი, ეკრანი
|
|
გაკვეთილის შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარების მეშვეობით, განმსაზღვრელი
შეფასებით ვაფასებ მოსწავლეების დამოუკიდებელ
მუშაობას დიალოგებზე.
|
Monday, June 22, 2015
პროექტი " რატომ ვკითხულობთ?" -ის გეგმა ,საგანი - ინგლისური ენა
- პროექტის სახელწოდება : რატომ ვკითხულობთ?
- პროექტის მთავარი იდეა: გამოკვლევა, თუ რა მიზნით კითხულობენ წიგნებს;
- პროექტის აქტუალობა : წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში (სწავლა, მეცნიერება, გართობა) და მას ვერ შეცვლის სხვა რესურსი;
- პროექტის მმიზნები: მოსწავლეები შეძლებენ
- გამოკვეთონ პრობლემა და ჩაატარონ კვლევა
- შეისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ლექსიკური მარაგი და გრამატიკული სასაუბრო კონსტრუქციები თემის განხილვის დროს
- გამოიყენონ ტექნოლოგიები ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასების და კომუნიკაციისატვის;
- ნათლად გამოხატონ აზრები სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით
6. ვადები; 2 თვე;
7. შედეგები/პროდუქტები:
- მოსწავლეები სწორად ასახელებენ თემას და წარმოადგენენ პრობლემას
- ინგლისურად საუბრობენ და მოყავთ ფაქტები და მაგალითები
- საუბრისას სწორად იყენებენ ახალ ლექსიკას ( fiction, romance,thriller, best-seller, etc.) და შესწავლილ გრამატიკულ მასალას ( ირიბი თქმა)
- აკეთებენ დასკვნას
- მეტყველებისას იცავენ აზრობრივ თანმიმდევრობას;ინგლისურ ენაზე ქმნიან პრეზენტაციას, კედლის გაზეთს, ფლაიერებს და ბროშურებს, წერენ ესსეს;
8. რესურსები:
- სტანდარტული
- კომპიუტერი
- პროექტორი
- პრინტერი
- ფერადი მარკერები
- თაბახის ფურცლები
9.აქტივობები:
- გონებრივი იერიში მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად
- პროექტის გეგმის შედგენა
- ჯგუფების შედგენა და მოვალეობების განაწილება
- კვლევა, თანამშრომლობა
- პროექტის წარდგენა, შინაარსის , შემოქმედებითობის, ენის ფლობის შეფასება, თვითშეფასება;
Sunday, March 8, 2015
დღე 9
ესეც ასე.... დამთავრდა ჩვენი ტრენინგი.... დღეს შევაჯამეთმთელი ჩვენი კურსი და გავაკეთეთ პროექტის მხარდამჭერი პრეზენტაციები, გავივარჯიშეთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლაში და კიდევ მივიღეთ რამოდენიმე დარიგება და რჩევა ჩვენი შეუდარებელი ტრენერისაგან. იმედია , სულ მალე განვახორციელებთ ამ პროექტებს პრაქტიკაზე და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურად წავრმართავთ
Tuesday, March 3, 2015
დღე 8
მერვე დღე...დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი, გაჩნდა აზარტი: რის გაკეთება შეგვიძლია, როგორ აჯობებს და ასე შემდეგ....
ვამზადებთ სლაიდშოუს "ლობიოების " მსგავსად, თურმე რამდენად არაორდინალურად შეიძლება პრობლემის წარდგენა და ორიგინალურად და ბავშვებისთვის საინტერესოდ პროექტში დაინტერესება..! ნათია, ჩვენო შეუდარებელო, დიდი მადლობა, რომ ამ სამყაროში ჩაგვითრიე, მაგრამ ...შენი დახმარება კვლავაც დაგვჭირდება- რაც მეტს ვსწავლობთ, ვაცნობიერებ, რომ უფრო მეტი სწავლა გვჭირდება :)
ვამზადებთ სლაიდშოუს "ლობიოების " მსგავსად, თურმე რამდენად არაორდინალურად შეიძლება პრობლემის წარდგენა და ორიგინალურად და ბავშვებისთვის საინტერესოდ პროექტში დაინტერესება..! ნათია, ჩვენო შეუდარებელო, დიდი მადლობა, რომ ამ სამყაროში ჩაგვითრიე, მაგრამ ...შენი დახმარება კვლავაც დაგვჭირდება- რაც მეტს ვსწავლობთ, ვაცნობიერებ, რომ უფრო მეტი სწავლა გვჭირდება :)
Tuesday, February 24, 2015
დღე 7
მდააა..... ისე გავიდა 4 საათი, ვერც კი გავიგე... ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ: გავიხსენეთ სკაფოლდინგის მეთოდი, მისი მნიშვნელობა, შევადგინეთ მოსწავლეთა მხარდამჭერი დოკუმენტი. გარდა ამისა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და ნაბიჯ-ნაბიჯ ავღწერეთ პროექტის მიმდევრობა.
Monday, February 23, 2015
დღე 6
ძალიან დატვირთული და ნაყოფიერი დღეა: ვისწავლეთ ბლოგზე ჩანართის გაკეთება და ვიდეოს ატვირთვა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკებზე. ინტელის სახელმძღვანელო ნამდვილი საჩუქარია!
Wednesday, February 18, 2015
Tuesday, February 17, 2015
დღე 5
მეხუთე დღეს დავბრუნდით ბავშვობაში... ანუ მოვირგეთ მოსწავლის სტატუსი და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, ანუ პატარა პრეზენტაცია პროექტისათვის....არც თუ ისე ადვილი საქმე ყოფილა... ყოჩაღ, ბავშვებო, თქვენ ხომ ამას ხშირად აკეთებთ!
გარდა ამისა, ვისაუბრეთ ციტირებულ დოკუმენტზე და საავტორო უფლებებზე.
გარდა ამისა, ვისაუბრეთ ციტირებულ დოკუმენტზე და საავტორო უფლებებზე.
Sunday, February 15, 2015
დღე 4
დღეს ვიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმაზე, დავადგინეთ მიმნართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები; დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა და სლაიდების გაფორმება.
Tuesday, February 10, 2015
დღე 3
დღეს საკმაოდ დაძაბული დღე იყო, გავეცანით ონლაინ კოლაბორაციულ თანამშრომლობას, გარდა ამისა, ვისწავლეთ საკვანძო კითხვების დასმა და დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობა.
Wednesday, February 4, 2015
დღე 2
დღე მეორე... მოლოდინი მართლდება- ძალიან საინტერესო რაღაცეები ვისწავლეთ დღეს, როგორიცაა ,მაგალითად, ბროშურების დამზადება სხვადასხვა მეთოდით .ძალიან სასარგებლოააააა
Tuesday, February 3, 2015
დღე 1
ძალიან საინტერესო დასწყისია....ერთი სული მაქვს როდის გავიგებ და ვისწავლი ყველაფერს. დღეს გავეცანით Intel Education Viewer სახელმძღვანელოს და ვისწავლეთ მასთან მუშაობა.
Subscribe to:
Posts (Atom)