|
გაკვეთილის თემა:
|
„ რატომ ვკითხულობთ?“
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო (მე-11 ბ კლასი, ), 23 მოსწავლე
|
|
საგანი
|
ინგლისური ენა
|
|
სპეციალური საგანმანათლებლო საწიროებების მქონე პირები
|
არა
|
|
სასწავლო მიზნები:
|
ა)მოსწავლე საუბრობს საყვარელი წიგნის შესახებ;
ბ)მოსწავლე იყენებს ლექსიკო-გრამატიკულ კლიშეებს (to my mind, in my
opinion, as for me და ა.შ.)
გ)მოსწავლე მეტყველებას ლოგიკურად თანმიმდევრულად ახერხებს
|
|
მსვლელობა
|
მასწავლებელი აკეთებს გამოწვევას პრეზენტაციის მეშვეობით “Why do you read?” (8 წუთი) და ამის
შემდეგ მოსწავლეებთან იწყებს თემის განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში (10 წუთი);
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს
ლექსიკო-გრამატიკული კლიშეების to
my mind , as for me, in my opinion გამოყენებას საკუთარი აზრის გამოსახატავად (5 წუთი);
მოსწავლეები ადგენენ წინადადებებს
დამოუკიდებლად (5 წუთი);
მასწავლებელი აძლევს დავალებას
მოსწავლეებმა შეადგინონ მიკრო დიალოგები გაკვეთილზე შესწავლილი ლექსიკური
და გრამატიკული მასალის გამოყენენბით და
უთითებს მათ დროის ლიმიტს ( 3 წუთი)
;
მოსწავლეები წარმოადგენენ მიკროდიალოგებს (5 წუთი);
მასწავლებელი თხოვს რამოდენიმე ძლიერ მოსწვლეს შეაჯამოს თემა და წარმოადგინოს მოკლე მონოლოგიური გამოსვლა თემაზე
( 5 წუთი) ;
მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს და აძლევს საშინაო დავალებას მოამზადონ მონოლოგიური გამოსვლა
თემაზე უფრო განვრცობილი და უთითებს სიტყვათა მოცულობას (2 წუთი);
|
|
რესურსები
|
სტანდარტული, პროექტორი, გამაგრძელებელი, ეკრანი
|
|
გაკვეთილის შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარების მეშვეობით, განმსაზღვრელი
შეფასებით ვაფასებ მოსწავლეების დამოუკიდებელ
მუშაობას დიალოგებზე.
|
Monday, June 22, 2015
პროექტი " რატომ ვკითხულობთ?" -ის გეგმა ,საგანი - ინგლისური ენა
- პროექტის სახელწოდება : რატომ ვკითხულობთ?
- პროექტის მთავარი იდეა: გამოკვლევა, თუ რა მიზნით კითხულობენ წიგნებს;
- პროექტის აქტუალობა : წიგნის კითხვა მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში (სწავლა, მეცნიერება, გართობა) და მას ვერ შეცვლის სხვა რესურსი;
- პროექტის მმიზნები: მოსწავლეები შეძლებენ
- გამოკვეთონ პრობლემა და ჩაატარონ კვლევა
- შეისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ლექსიკური მარაგი და გრამატიკული სასაუბრო კონსტრუქციები თემის განხილვის დროს
- გამოიყენონ ტექნოლოგიები ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასების და კომუნიკაციისატვის;
- ნათლად გამოხატონ აზრები სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით
6. ვადები; 2 თვე;
7. შედეგები/პროდუქტები:
- მოსწავლეები სწორად ასახელებენ თემას და წარმოადგენენ პრობლემას
- ინგლისურად საუბრობენ და მოყავთ ფაქტები და მაგალითები
- საუბრისას სწორად იყენებენ ახალ ლექსიკას ( fiction, romance,thriller, best-seller, etc.) და შესწავლილ გრამატიკულ მასალას ( ირიბი თქმა)
- აკეთებენ დასკვნას
- მეტყველებისას იცავენ აზრობრივ თანმიმდევრობას;ინგლისურ ენაზე ქმნიან პრეზენტაციას, კედლის გაზეთს, ფლაიერებს და ბროშურებს, წერენ ესსეს;
8. რესურსები:
- სტანდარტული
- კომპიუტერი
- პროექტორი
- პრინტერი
- ფერადი მარკერები
- თაბახის ფურცლები
9.აქტივობები:
- გონებრივი იერიში მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად
- პროექტის გეგმის შედგენა
- ჯგუფების შედგენა და მოვალეობების განაწილება
- კვლევა, თანამშრომლობა
- პროექტის წარდგენა, შინაარსის , შემოქმედებითობის, ენის ფლობის შეფასება, თვითშეფასება;
Subscribe to:
Posts (Atom)