Monday, March 4, 2019
გაკვეთილის გეგმა
N 5
მასწავლებლის სახელი, გვარი : ინგა თედეშვილი
პირადი ნომერი :
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ
გაკვეთილის თემა: Sightseeing.
Places of interest in our town.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
:
·
წაიკითხონ და გაიგონ მარტივი
წერილი მეგობრებისგან და ამოიცნონ კორესპონდენციის მიზანი
·
შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდის საშუალებით გაეცნონ და დაამუშავონ ფაქტობრივი შესასწავლი მასალა
სანახაობების შესახებ.
·
მოიფიქრონ პროექტის სათაური, დაწერონ
ილუსტრაციების კომენტარები, შეადგინონ ლაკონურად
ტექსტი, მიუთითონ ფაქტობრივი ინფორმაცია;
·
დაწერონ ტურისტული ბროშურის შავი ვარიანტი
·
ბროშურის შესაქმნელად გამოიყენონ
ნასწავლი ლექსიკური და გრამატიკული მასალა
მოდიფიცირებული
მიზანი:
·
მოსწავლე შეძლებს
მისთვის შექმნილი რესურსის დახმარებით იმუშაოს
ინგლისური ასოების დამახსოვრებაზე , შესწავლაზე
და ჩააწყოს ისინი შესაბამის ბუდეებში
·
დაწეროს მთავრული
ინგლისური ასოები
გაკვეთილის
თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს ინგლისური ენის მე-7 კლასის საგნობრივი
პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნებიდან. გაკვეთილის
სასწავლო მიზანი შეესაბამება სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს. ასევე გათვალისწინებულია
საგნის სპეციფიკა როგორც სსსმ მოსწავლეებთან
ასევე მთელ კლასთან.
მოდიფიცირებული მიზანი შეესაბამება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმის
საგნობრივ პროგრამას.
თემა სრულად შეესაბამება
კალენდარულ გეგმას.
|
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წუთ)
|
|||
|
1
|
აქტივობა
საორგანიზაციო ნაწილი
აქტივობის მიზანი
მოსწავლეების მობილიზება გაკვეთილზე
აქტიურად მუშაობისათვის, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. შეახსენებს კლასში მოქცევის წესებს
და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
|
ვერბალური ახსნა,
სლაიდის დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
·
პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანი
·
პოსტერი გაკვეთილის თემით , მიზნებითა და ჩეკ-ლისტით
, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში და ბოლოს
, შემოწმებაში მიაღწიეს თუ არა დასახულ მიზნებს
·
პოსტერი შეფასების რუბრიკებით ; მისი დახმარებით მოსწ-ებს
ეცოდინებათ თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი გაკვეთილზე
·
პოსტერი გაკვეთილზე მოქცევის წესებით შეახსენებს მოსწ-ებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაკვეთილზე რათა
მათი სამუშაო უფრო ეფექტური იყოს.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად
ჩატარებას.
|
5 წუთი
|
|||
|
2
|
A ფაზა
: მოლოდინების განსაზღვრა გამოწვევა , წინარე
ცოდნის გააქტიურება
ა) აქტივობის
მიზანი :
თემისადმი ინტერესის გაღვივება, შესწავლილი მასალის გახსენება, და აქტიური
ჩაბმა საგაკვეთილო პროცესში
აქტივობის აღწერა:
ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონნ სიტყვები, რომლებიც
აღწერენ სანახაობებს
ბ) აქტივობის მიზანი: გრამატიკული კონსტრუქციის there
is/are -ს გახსენება და
მისით და ზემოთხსენებული სიტყვებით წინადადებების შედგენა
აქტივობის აღწერა:
მოსწ-ები ადგენენ წინადადებებს , მაგ., There
is a history museum in our town.
სსსმ-ს აქტივობის მიზანი: განვითარდეს მოსწავლის ნატიფი მოტორიკა,
ივარჯიშოს ინგლისური ასოების ამოცნობაზე
სსსმ მოსწავლე ასრულებს დავალებას: წინასწარ მომზადებული რესურსის
დახმარებით ათავსებს ასოების ჩხირებს შესაბამის ჭრილებში
გ) აქტივობის
მიზანი: წაიკითხონ და გაიგონ მარტივი წერილი და ამოიცნონ კორესპონდენციის მიზანი
აქტივობის აღწერა: ვაცხადებ,
რომ მოგვივიდა წერილი ბრაიტონიდან, ვთხოვ ერთერთ მოსწავლეს ხმამაღლა წაიკითხოს ის და კითხვებით ვამოწმებ თუ რამდენად გაიგეს ბავშვებმა წერილის შინაარსი. ვახალისებ წამოწეულ საკითხზე მუშაობას და ხასურის შესახებ ტურისტული ბუკლეტის
შექმნას.
|
ვერბალური
გონებრივი
იერიში
ვერბალური
თამაში
ხმამაღლა კითხვა
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
სსსმ მოსწავლე
|
Sightseeing სიტყვასთან
ასოცირებული ლექსიკა
ამ რესურსის გამოყენება
მიზანშეწონილია რადგან ის თვალსაჩინოს ხდის იმ ლექსიკურ მასალას , რომელითაც მოსწ-ებმა
უნდა იმუშაონ გაკვეთილზე
სპეციალური რესურსი ასოების შესასწავლად
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლე
შეძლებს დამოუკიდებლად იმუშაოს ინგლისური
ასოების დამახსოვრებაზე და განავითაროს
ხელის ნატიფი მოტორიკა
წერილი ( იხ. დანართში)
მისი გამოყენება
ზრდის მოსწავლეთა ინტერესს და აქედან გამომდინარე- მოტივაციასა და ჩართულობას გაკვეთილზე
|
3 წუთი
4 წუთი
4 წუთი
|
|||
|
3
|
B ფაზა : ცოდნის
კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება
აქტივობის მიზანი:
შსო ინოვაციური
მეთოდის გამოყენებით სახლში გაცნობილი და დამუშავებული ფაქტობრივი მასალის განხილვა, დისკუსია და ფოტებისთვის
კომენტარების შედგენა there is/ are კონსტრუქციის
გამოყენებით
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები პასუხობენ ჩემს კითხვებზე გაგზავნილი
საკითხავი ინფორმაციული მასალის შინაარსზე:
·
ვთხოვ მოსწავლეებს შეადგინონ წარწერები ფოტოებთან,
მათი კარნახით ვწერ მათ დაფაზე, მოსწ-ები
კრვეულებში
·
მოიფიქრონ
ბუკლეტის სათაური
·
იყენებენ ნასწავლ ლექსიკას და გრამატიკას
|
ვერბალური,
წერა
|
საერთო საკლასო
|
·
სლაიდზე
ხაშურისა და სურამის ფოტოები
·
დაფა, ცარცი
რესურსების გამოყენება
აუცილებელია რადგანაც ისინი გვაზლევენ საშუალებას გეგმის მიხედვით ვიმუშაოთ და დავწეროთ
დაფაზე შედგენილი მოკლე კომენტარები
|
20 წუთი
|
|||
|
4
|
აქტივობის მიზანი: მოკლე
ტექსტის შედგენა, წინადადებების განვრცობა
აქტივობის აღწერა: ვთხოვ
მოსწავლეებს აღწერონ ფოტოები(შეადგინონ მოკლე ტექსტები), მოამზადონ ბუკლეტის შავი ვარიანტი. ვთხოვ მოსწ-ებს იმუშაონ
წყვილებში და დროის ამოწურვის შემდეგ წაიკითხონ ხმამაღლა მიღებული შავი ვარიანტები
სსსმ აქტივობის მიზანი: ისწავლოს მთავრული ასოების დაწერა
აქტივობის აღწერა: სამუშაო ფურცელზე მოცემულია წითელი ფერის მთავრული
ასოები, ვთხოვ მოსწავლეს გამოწეროს მსგავსი ასოები და დაიცვას სტრიქონები
|
წერა
წყვილური სამუშაო
წერა
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
ცალკეული წინადადებები, რომლებიც შეადგინეს მოსწავლეებმა
და ჩაიწერეს რვეულებში
ამ რესურსის გამოყენება
ეხმარება მოსწ-ებს ტექსტის შედგენაში, უადვილებს მათ სამუშაოს და დროის მოგების საშუალებასაც
აძლევს
სამუშაო ფურცელი
მთავრული ასოების ნიმუშით
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლეს
თვალწინ აქვს ასოს ნიმუში და ის შეეცდება
მსგავსად დაწეროს, გაუჩნდეს სურვილი შეასრულოს დავალებები სირთულის გაზრდით
|
5 წუთი
|
|||
|
|
||||||||
|
|
||||||||
|
5
|
C ფაზა რეფლექსია,
ა) აქტივობის
მიზანი: მოხდეს მიღებული ცოდნისა და ძირითადი იდეების შეჯამება
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები ხმამაღლა
კითხულობენ წყვილების ნაშრომს
ბ) აქტივობის
მიზანი: მოსწავლეთა შედეგების შეფასება
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი
აფასებს მოსწავვლეთა აქტიურობასა და ჩართულობას ხოლისტური შეფასების რუბრიკის მეშვეობით
(იხ. დანართში)
მასწავლებელი ურიგებს რამდენიმე მოსწავლეს ბარათებს განმსაზღვრელი შეფასებით მათთვის ცნობილი
რუბრიკების მიხედვით
გ) აქტივობის
მიზანი: მასალის განმტკიცება, ბუკლეტის მაკეტის შედგენა(სავარაუდო სახე)
აქტივობის აღწერა:
ვთხოვ მოსწ-ებს შეადგინონ სავარაუდო ბუკლეტის პროექტი და გამომიგზავნონ
ელექტტრონულ ფოსტაზე
·
სსსმ
მოსწავლს შეფასება
·
აქტივობის მიზანი:
სსსმ მოსწავლემ მიიღოს ეფექტური უკუკავშირი, რომელიც
მას სამომავლოდაც აღუძრავს სურვილს ჩაერთოს უფრო აქტიურად საგაკვეთილო პროცესში და
მეტად იყოს საგნისადმი მოტივირებული
|
ვერბალური
ინსტრქტირება
წამახალისებელი კომენტარები , სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
(იხ. დანართში)
|
წყვილები,
მთელი კლასი
საერთო საკლასო
|
|
4 წუთი
|
|||
|
|
|
|||||||
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.9. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს მარტივი
კორესპონდენცია (სხვადასხვა ხასიათის ღია ბარათი, პირადი წერილი).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, ადრესატს, კორესპონდენციის მიზანს);
·
ამოიცნობს გაგზავნის თარიღსა და ავტორის/ადრესატის მისამართს;
ამოიცნობს კორესპონდენციის მიზანს (მაგ., მილოცვას, მოწვევას, რაიმეს შეთავაზებას
უცხ.ს.II.18. მოსწავლეს შეუძლია
შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, რეკლამის მიზანს, ტექსტის ფორმატს, ადრესატს);
·
იგონებს სათაურს;
·
წერს ილუსტრაციის კომენტარებს;
·
ლაკონურად ადგენს ძირითად ტექსტს (ანოტაციას);
·
მიუთითებს ფაქტობრივ ინფორმაციას (თარიღს, ფასს, ადგილს, პირობებსა და სხვა);
·
ფაქტობრივ ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს.
უცხ.ს.II.20. მოსწავლე იცავს
წერილობითი ტექსტის სტრუქტურას, ფლობს და იყენებს ელემენტარულ ენობრივ ფორმებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იცავს ტექსტის ამა თუ იმ სახეობის სტრუქტურულ მახასიათებლებს;
·
იცავს სინტაქსურ მიმართებებს მარტივ ენობრივ კონსტრუქციებში;
·
იყენებს ზმნის სათანადო
ფორმებს აწმყო, დროის გამოსახატად;
·
ამბების გადმოცემისას იყენებს ადგილმდებარეობის გამომხატველ
ენობრივ საშუალებებს
·
სათანადოდ იყენებს ნასწავლ ლექსიკურ ერთეულებს;
იცავს ორთოგრაფიის
წესებს, სწორად იყენებს სასვენ
ნიშნებს.
უცხ.ს.II.21. მოსწავლეს შეუძლია
მიმართოს წერის სათანადო სტრატეგიებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს და თავს უყრის აუცილებელ სასწავლო რესურსებს (მაგ.,
ლექსიკონს, ნიმუშს, გრამატიკულ ცნობარს და სხვა);
·
ადგენს შესასრულებელი სამუშაოს გეგმას, საკომუნიკაციო მიზნიდან
გამომდინარე შეარჩევს სათანადო ენობრივ მასალას (მაგ., ლექსიკურ ერთეულებს, კლიშეებს, გრამატიკულ ფორმებს და სხვა);
·
წერს შავ ვარიანტს;
·
გადაიკითხავს შავ ვარიანტს, სასწავლო რესურსზე დაყრდნობით
ამოწმებს ნაწერს და ასწორებს ენობრივ შეცდომებს;
·
ათეთრებს ნაწერს.
უცხ.ს.II.33. მოსწავლეს შეუძლია რესურსების
გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს რესურსებს (ლექსიკონს, სტრუქტურულ ნიმუშებს, გრამატიკულ ცნობარს, ილუსტრაციებს და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ხელმისაწვდომ რესურსებში (მაგ., სახელმძღვანელოს თვალსაჩინოებებში, ლექსიკონში, სკოლის/სოფლის/ქალაქის ბიბლიოთეკაში, მასწავლებელთან, კომპეტენტურ პირთან და სხვა);
·
მოიძიებს ინფორმაციას/სასწავლო მასალას ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ/ინტერნეტის) მეშვეობით;
·
იყენებს ისტ-ს ამა, თუ იმ მასალის/ტექსტის
შესაქმნელად/დასამუშავებლად;
·
იყენებს ისტ-ს პროექტების განსახორციელებლად.
შეფასება: განმსაზრვრელი შეფასების სქემა და სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა მოცემულია დანართში
ხელმოწერა:
/.............................................../ ინგა თედეშვილი
თარიღი: 14 თებერვალი, 2019 წელი
დანართი
A letter
from Brighton
Dear friends!
How are you? We are Pierre, Katya, Teresa, Emily and
Adam. We have travelled to many countries and now we want to visit Georgia.
Tell us, please, about attractions of your city. Are there any interesting
places?
Thank you in advance for information.
We hope to get your letter soon.
Best wishes to you!
გაკვეთილზე ჩართულობის
შეფასების სქემა
|
მოსწავლე აქტიურად მუშაობს
გაკვეთილზე
ხშირად იყენებს ნასწავლ მასალას
არ უშვებს ან უშვებს
ცოტა შეცდომას
|
9
- 10
|
|
მოსწავლე საშუალოდ აქტიურობს გაკვეთილზე
იყენებს ნასწავლ მასალას
უშვებს რამდენიმე შეცდომას
|
7
– 8
|
|
მოსწავლე არაქტიურობს გაკვეთილზე
იშვიათად იყენებს ნასწავლ მასალას
უშვებს ბევრ შეცდომას
|
5
- 6
|
სსსმ მოსწავლის შეფასების
სქემა
|
ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში
|
იცავს
დროის ლიმიტს
|
განასხვავებს
მთავრულ და არამთავრულ ასოებს
|
დავალებას
ასრულებს
აკურატულად
|
იცავს
გაკვეთილზე ქცევის წესებს
|
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
Subscribe to:
Posts (Atom)