9.09.2017 - 12.09.2017 ჩაგვიტარდა მილლენიუმის ოთხდღიანი ტრენინგი, ინგლისური ენის საგნობრივი მოდული "აქტიური სწავლება ინგლისურში". ტრენინგი ჩაატარა ტრენერმა ქეთევან გოგალაძემ.
ჩვენ განვიხილეთ უამრავი საკითხი, რომელიც ეხება გაკვეთილის დაგეგმვას წერის, კითხვის, საუბრისა და მოსმენის უნარების გათვალისწინებით, მივიღეთ სასარგებლო რჩევები და გავეცანით უამრავ საინტერესო აქტივობას, სტრატეგიას და მიდგომას.
მაგრამ, გარდა ამისა, ყველა მონაწილე აღნიშნავს, რომ ამ ტრენინგის წარმატება არ არის მხოლოდ მიღებულ ცოდნაში... იმდენად მეგობრული, თანამშრომლობითი და უშუალო ატმოსფრო შეიქმნა, რომ გაგვიძნელდა ერთმანეთთან დაშორება. კოლეგები დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს ,მაგრამ ასე პირველად დავახლოვდით და ეს ჩვენი ტრენერის, ქეთი გოგალაძის დამსახურებაა. მადლობა მას ამ ყველაფრისათვის!

No comments:
Post a Comment