Sunday, November 18, 2018

https://drive.google.com/file/d/1K5DYgOj3Tapk6BUvbDyaqqmqDgci-xuD/view?usp=sharing

Sunday, June 10, 2018


გაკვეთილზე მუშაობის შეფასების სქემა
მოსწავლე სრულყოფილად ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
არ უშვებს  ან უშვებს ცოტა შეცდომას

   
           9-10
მოსწავლე ნაწილობრივად  ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
უშვებს რამდენიმე შეცდომას


          7- 8
მოსწავლე ნაკლებად ჩართულია გაკვეთილის  პროცესში,
ვერ ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
უშვებს  შეცდომებს


            5 -6

Saturday, June 9, 2018

ინტეგრირებული გაკვეთილი Deep sea animals






ინტეგრირებული გაკვეთილი ინგლისურ ენასა და ბუნებაში, მე-6 კლასი


ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა
                                                       ინგლისურ ენასა და ბუნებაში                       ინგა თედეშვილი
მასხწავლებელი: ინგა თედეშვილი
საგანი: ინგლისური ენა, ბუნება
კლასი: მე-6
თემა:     ინგლისური ენა - Deep  sea animals,
               ბუნება        -      ზღვის ეკოსისტემა

დრო:       45                   წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 22 მოსწავლე, სსსმ მოსწავლე -1

გაკვეთილის მიზანი:
 ბუნება :               მოსწავლეები შეძლებენ  დაახასიათონ   ზღვის ეკოსისტემა
                                            
ინგლისური ენა :     მოსწავლეები შეძლებენ
                                ა) დაასახელონ  და დაახასიათონ ღრმა ზღვის ცხოველები ინგლისურად
                                ) ტექსტში მოიძიონ და იპოვონ კონკრეტული ინფორმაცია ზღვის  
                                         არსებების შესახებ              
                                ) ხმამაღლა, გამართულად  წაიკითხონ ნაწყვეტი  ტექსტიდან;
                                   




ესგ-ს სტანდარტი:  
   ბუნ.VI.2.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ტიპობრივი  ეკოსისტემები.
·         გამოყოფს ეკოსისტემებს და მათ ცალკეულ კომპონენტებს
ბუნ.VI.10.მოსწავლეს შეუძლია გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, მათი მნიშვნელობის აღწერა და დასაბუთება.
·         ასახელებს ბიოლოგიურ ინდიკატორებს (მაგ. მღიერები, წყალმცენარეები);

უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება
·           ამოიცნობს, რომელ რუბრიკაში, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
უცხ.დ.V.8. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ხმამაღალი კითხვის ელემენტარული უნარ-ჩვევა.
·           ხმამაღლა, გამართულად უკითხავს თანაკლასელებს სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან;
·           ცდილობს, დაიცვას შესაბამისი ინტონაცია სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს;

საჭირო წინარე ცოდნა და  უნარ-ჩვევები :
მოსწავლეები ფლობენ საჭირო ლექსიკას  თემის ფარგლებში. მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას ზღვის ეკოსისტემისა და ზღვის ბინადრების შესახებ

შეფასება და თვითშეფასება : ხმამაღლა წაკითხვის განმავითარებელი შეფასება,  განმსაზღვრელი სხოლისტური შეფასება  (შეფასების სქემა დართულია)
სასწავლო მასალა და რესურსები:  სტანდარტული, სტიკერები ცხოველების სახელებით, ჩარტი , პროექტორი, სლაიდები,  გასაფერადებელი  სურათი სსსმ მოსწავლისათვის
კლასის ორგანიზების ფორმა:  საერთო საკლასო  ფორმა
გაკვეთილის მსვლელობა:
მისალმება და გაკვეთილის მიზნების  გაცნობა, წამახალისებელი სლაიდი ეკრანზე  1 წთ
A -  ფაზა            გამოწვევა,  წინარე ცოდნის გააქტიურება: 
აქტ. 1   ვსაუბრობთ ზღვის ეკოსისტემის შესახებ, ზღვის სიღრმისა და ფსკერის ფლორასა და ფაუნის შესახებ , მოსწავლეები პასუხობენ საბუნებისმეტყველო კითხვებზე და  საუბრობენ ინგლისური ენის მნისვნელობაზე ამ თემის შესწავლისას                                                  6 წთ                                                                                                             
აქტ. 2    სახალისო , შემეცნებითი თამაში:    ბარათებზე მითითებულია  ცხოველებისა და სხვა საგნების სახელები, მასწ. ითხოვს  ზღვის ბინადრების სახელები ჩააგდონ აკვარიუმში ( მაგ., ღრუბელი, მზე,  ზღვის ვარსკვლავი, მთვარე, ნიჟარა, ზღვის გოჭი, კრაბი, მედუზა, წყალთევზა  , ზღვის შროშანი, გვირილა , და ა. შ.)                                                                    3 წთ                                                                                             
აქტ. 3  მოკლე ვიდეოს ნახვის შემდეგ  მოსწავლეები ასახელებენ  ზღვის ცხოველებს ინგლისურად                                                                                                                                 4 წთ.
B -ფაზა  ცოდნის კონსტრუირება
აქტ. 4     ტექსტის მოსმენა და კითხვა 
ა) მასწავლებელი შეახსენებს ლექსიკას, სთხოვს მოსწავლეებს მოუსმინონ ტექსტის ჩანაწერს და მოემზადონ ხმამაღლა კითხვისათვის                                                                       4 წთ
  ბ) მასწავლებელი სვამს კითხვებს და სთხოვს მოსწავლეებს ტექსტში იპოვონ პასუხები და  წაიკითხონ ისინი  ხმამაღლა                                                                                              15 წთ                                                                                    
გ) მასწ. სთხოვს მოსწ-ებს შეავსონ ცხრილი სიტყვებით ( ზედს, სახ.)  , რომლებიც აღწერენ ცხოველების ფორმას, ფერს, სხეულის აგებულებას წაკითხულის საფუძველზე           5 წთ
აქტ. სსსმ მოსწავლისათვის : მასწ, სთხოვს მოსწავლეს გააფერადოს სურათი ზღვის ცხოველებით და დაწეროს მათი სახელები
C -ფაზა -რეფლექსია
აქტ 5    ვთხოვ მოსწავლეებს გამოიცნონ ჩემს მიერ აღწერილი ზღვის არსება              3 წთ.
აქტ. 6   შეფასება (განმსაზრვრელი )                                                                                     2 წთ
აქტ.7  მადლობას ვუხდი კლასს აქტიური მუშაობისათვის , ვაძლევ  საშინაო დავალებას English World, pupil’s book, p.96, ex. 1, 3   , და ანალოგიურად რომელიმე ზღვის ცხოველის აღწერა გამოსაცნობად                                                                                                                      2 წთ.
                          





გაკვეთილზე მუშაობის შეფასების სქემა
მოსწავლე სრულყოფილად ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
არ უშვებს  ან უშვებს ცოტა შეცდომას

   
           9-10
მოსწავლე ნაწილობრივად  ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
უშვებს რამდენიმე შეცდომას


          7- 8
მოსწავლე ნაკლებად ჩართულია გაკვეთილის  პროცესში,
ვერ ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
უშვებს  შეცდომებსს


            5 -6


Monday, May 21, 2018


მე-7 კლასში თემა დავასრულეთ მინიპროექტით  ჟესტების მნიშვნელობის შესახებ


http://learnenglishteens.britishcouncil.org/grammar/intermediate-grammar/reported-speech?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=bc-learnenglishteens 

გადადით ლინკზე და გაეცანით პირდაპირი და არაპირდაპირი თქმის მაგალითებს