Sunday, March 8, 2015

დღე 9

ესეც ასე.... დამთავრდა ჩვენი  ტრენინგი.... დღეს შევაჯამეთმთელი ჩვენი კურსი და გავაკეთეთ პროექტის მხარდამჭერი პრეზენტაციები, გავივარჯიშეთ აუდიტორიის წინაშე გამოსვლაში და კიდევ მივიღეთ რამოდენიმე დარიგება და რჩევა ჩვენი შეუდარებელი ტრენერისაგან. იმედია , სულ მალე განვახორციელებთ ამ პროექტებს პრაქტიკაზე და სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურად წავრმართავთ

Tuesday, March 3, 2015

რატომ ვკითხულობთ - პროექტის პორტფოლიო

დღე 8

მერვე დღე...დასასრულს უახლოვდება ჩვენი ტრენინგი, გაჩნდა აზარტი: რის გაკეთება შეგვიძლია, როგორ აჯობებს და ასე შემდეგ....
ვამზადებთ სლაიდშოუს "ლობიოების " მსგავსად, თურმე  რამდენად არაორდინალურად შეიძლება პრობლემის წარდგენა და ორიგინალურად და ბავშვებისთვის საინტერესოდ პროექტში დაინტერესება..! ნათია, ჩვენო შეუდარებელო, დიდი მადლობა, რომ ამ სამყაროში ჩაგვითრიე, მაგრამ ...შენი დახმარება კვლავაც დაგვჭირდება- რაც მეტს ვსწავლობთ, ვაცნობიერებ, რომ უფრო მეტი სწავლა გვჭირდება :)