Monday, June 22, 2015

პროექტი " რატომ ვკითხულობთ?" -ის გეგმა ,საგანი - ინგლისური ენა


  1. პროექტის  სახელწოდება :    რატომ ვკითხულობთ?
  2. პროექტის მთავარი იდეა:        გამოკვლევა, თუ რა მიზნით კითხულობენ  წიგნებს; 
  3. პროექტის აქტუალობა :  წიგნის კითხვა  მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების ყველა სფეროში (სწავლა, მეცნიერება, გართობა) და მას ვერ შეცვლის სხვა რესურსი;
  4. პროექტის მმიზნები: მოსწავლეები შეძლებენ 
  •  გამოკვეთონ პრობლემა და ჩაატარონ კვლევა
  • შეისწავლონ და ეფექტურად გამოიყენონ ლექსიკური  მარაგი და გრამატიკული სასაუბრო კონსტრუქციები თემის განხილვის დროს
  • გამოიყენონ ტექნოლოგიები ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასების და კომუნიკაციისატვის;
  • ნათლად გამოხატონ აზრები სიტყვიერი ან წერილობითი ფორმით
5.  ასაკი :  მე-11 კლასი ;
6.  ვადები;  2 თვე;
7. შედეგები/პროდუქტები
  • მოსწავლეები სწორად ასახელებენ თემას და წარმოადგენენ პრობლემას
  • ინგლისურად საუბრობენ და მოყავთ ფაქტები და მაგალითები
  • საუბრისას სწორად იყენებენ ახალ ლექსიკას ( fiction, romance,thriller, best-seller, etc.) და შესწავლილ გრამატიკულ მასალას ( ირიბი თქმა) 
  • აკეთებენ დასკვნას
  • მეტყველებისას იცავენ აზრობრივ თანმიმდევრობას;ინგლისურ ენაზე ქმნიან  პრეზენტაციას, კედლის გაზეთს, ფლაიერებს და ბროშურებს, წერენ ესსეს;
8. რესურსები: 
  • სტანდარტული
  • კომპიუტერი
  • პროექტორი
  • პრინტერი
  • ფერადი მარკერები
  • თაბახის ფურცლები
9.აქტივობები: 
  • გონებრივი იერიში მოსწავლეების საჭიროებების დასადგენად
  • პროექტის გეგმის შედგენა
  • ჯგუფების შედგენა და მოვალეობების განაწილება
  • კვლევა, თანამშრომლობა
  • პროექტის წარდგენა, შინაარსის , შემოქმედებითობის, ენის ფლობის შეფასება, თვითშეფასება;



No comments:

Post a Comment