|
გაკვეთილის თემა:
|
„ რატომ ვკითხულობთ?“
|
|
სწავლების საფეხური
|
საშუალო (მე-11 ბ კლასი, ), 23 მოსწავლე
|
|
საგანი
|
ინგლისური ენა
|
|
სპეციალური საგანმანათლებლო საწიროებების მქონე პირები
|
არა
|
|
სასწავლო მიზნები:
|
ა)მოსწავლე საუბრობს საყვარელი წიგნის შესახებ;
ბ)მოსწავლე იყენებს ლექსიკო-გრამატიკულ კლიშეებს (to my mind, in my
opinion, as for me და ა.შ.)
გ)მოსწავლე მეტყველებას ლოგიკურად თანმიმდევრულად ახერხებს
|
|
მსვლელობა
|
მასწავლებელი აკეთებს გამოწვევას პრეზენტაციის მეშვეობით “Why do you read?” (8 წუთი) და ამის
შემდეგ მოსწავლეებთან იწყებს თემის განხილვას კითხვა-პასუხის რეჟიმში (10 წუთი);
მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს
ლექსიკო-გრამატიკული კლიშეების to
my mind , as for me, in my opinion გამოყენებას საკუთარი აზრის გამოსახატავად (5 წუთი);
მოსწავლეები ადგენენ წინადადებებს
დამოუკიდებლად (5 წუთი);
მასწავლებელი აძლევს დავალებას
მოსწავლეებმა შეადგინონ მიკრო დიალოგები გაკვეთილზე შესწავლილი ლექსიკური
და გრამატიკული მასალის გამოყენენბით და
უთითებს მათ დროის ლიმიტს ( 3 წუთი)
;
მოსწავლეები წარმოადგენენ მიკროდიალოგებს (5 წუთი);
მასწავლებელი თხოვს რამოდენიმე ძლიერ მოსწვლეს შეაჯამოს თემა და წარმოადგინოს მოკლე მონოლოგიური გამოსვლა თემაზე
( 5 წუთი) ;
მასწავლებელი აკეთებს კომენტარებს და აძლევს საშინაო დავალებას მოამზადონ მონოლოგიური გამოსვლა
თემაზე უფრო განვრცობილი და უთითებს სიტყვათა მოცულობას (2 წუთი);
|
|
რესურსები
|
სტანდარტული, პროექტორი, გამაგრძელებელი, ეკრანი
|
|
გაკვეთილის შეფასება
|
განმავითარებელი შეფასება კომენტარების მეშვეობით, განმსაზღვრელი
შეფასებით ვაფასებ მოსწავლეების დამოუკიდებელ
მუშაობას დიალოგებზე.
|
Monday, June 22, 2015
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment