Tuesday, July 11, 2017

გაკვეთილის გეგმა (ადაპტირებული) მე-5 კლასი

გაკვეთილის გეგმა

მასხწავლებელი: ინგა თედეშვილი
საგანი: ინგლისური ენა
კლასი: მე-5
თემა:     Chinese Inventions
დრო:       45                   წუთი
მოსწავლეთა პროფილი: 28 მოსწავლე, მათ შორს 1 სსსმ მოსწავლე (დაუნის სინდრომის მქონე)

გაკვეთილის მიზანი: ა) მოსწავლეები შეძლებენ  ჯიგსო“  სტრატეგიის გამოყენებით დამოუკიდებლად დაამუშავონ მოცულობითი ტექსტი
ბ) მოსწავლეები შეძლებენ ტექსტიდან მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოყოფას და მის პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე
 გ) მოსწავლეები  შეძლებენ ისაუბრონ ჩინური გამოგონებების შესახებ  ინგლისურად
სსსმ მოსწავლისთვის:  ა) მოსწავლე შეძლებს ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობას
                                           ბ) ისწავლის და დაწერს ინგლისურ  სიტყვებს book, paper, print
ესგ-ს სტანდარტი: უცხ.დ.V.7. მოსწავლეს შეუძლია შემეცნებითი ხასიათის ილუსტრირებული ტექსტების წაკითხვა და გაგება მაგ., ისტორიის, მითოლოგიის სფეროდან).

·           ამოიცნობს, ტექსტის რომელ ნაწილში უნდა ეძებოს ესა თუ ის ინფორმაცია;
·           ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას;
·           ამოიცნობს სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ მარტივ ლოგიკურ კავშირებს.
უცხ.დ.V.9. მოსწავლეს შეუძლია შინაარსის გაგების გასაადვილებლად სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება.
·           კონკრეტული ინფორმაციის მოძიების მიზნით, მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს (სათაურ, რუბრიკა, ილუსტრაცია, წარწერა, და იყენებს მათ საყრდენებად;
უცხ.დ.V.15. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
·           სვამს /პასუხობს მარტივ კითხვებს მისთვის ნაცნობი თემების გარშემო
·           პასუხობს ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებს;

სსსმ მოსწავლისათვის : უცხ.დ.V.27. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, ჯგუფის წევრებთან თანამშრომლობა.
·           თავისი წვლილი შეაქვს დასმული ამოცანის გადაჭრაში.
უცხ.დ.V.22. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში.
·           ინტერესდება შეფასების შედეგებით;
·           ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;


გამჭოლი კომპეტენცია: სწავლის სწავლა: მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება და იგი ხალისით მონაწილეობს აქტივობებში;
ხვდება
 და აღნიშნავს საკუთარ თუ სხვის შეცდომას.
საჭირო წინარე ცოდნა და  უნარ-ჩვევები : მოსწავლეები ფლობენ საჭირო ლექსიკას  თემის ფარგლებში. მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას მსოფლიოს უძველესი ხალხის შესახებ

შეფასება და თვითშეფასება : განმსაზღვრელი შეფასება ჯგუფური სამუშაოსათვის,
თვითშეფასება გასასვლელი ბილეთით (შეფასების სქემა და გასასვლელი ბილეთის ნიმუში დართულია),
სსსმ მოსწავლისათვის : განმსაზღვრელი შეფასებით ვაფასებ მის ნაშრომს ბარათებზე.

სასწავლო მასალა და რესურსები:  სტანდარტული, ბარათები დავალებებით, პროექტორი, სლაიდები, ფლიპჩარტი, წებოვანი ქაღალდი
კლასის ორგანიზების ფორმა:  კლასი გაყოფილია 5 ჯგუფად

გაკვეთილის მსვლელობა:
მისალმება და გაკვეთილის მიზნების  გაცნობა, წამახალისებელი სლაიდი ეკრანზე  1 წთ
Aფაზა            გამოწვევა,  წინარე ცოდნის გააქტიურება: 
აქტ. 1   ვსაუბრობთ უძველესი ხალხების- ინკების, სამების, ტიბეტელებისა და ბედუინების შესახებ: ვთხოვ გაიხსენონ, ვის შესახებ ვისწავლეთ წინა გაკვეთილებზე, მოსწავლეები იხსენებენ ამ ხალხებს, ვაჩვენებ სლაიდებს და ვთხოვ მოკლედ ისაუბრონ მათი მიღწევების შესახებ 4 წთ.
აქტ. 2  ვიმეორებთ ლექსიკას,   სავარჯიშო სტიკერებით დაფაზე, ვთხოვ მოსწავლეებს დააკავშირონ სიტყვები მნიშვნელობის მიხედვით                                                      3 წთ.
სსსმ მოსწავლისათვის : იმეორებს ხმამაღლა სიტყვებს და ბარათზე ასრულებს სავარჯიშოს( ჯერ კონტურზე მოავლებს სიტყვების ფორმებს, შემდეგ კი დამოუკიდებლად დაწერს სიტყვებ და დახატავს  საგნებს, რომლებსაც ისინი აღნიშნავენ)
B -ფაზა  ცოდნის კონსტრუირება
აქტ. 3   გადავდივართ თემაზე   Chinese inventions და ვაძლევ მოსწავლეებს ზიგზაგის სტრატეგიის პირველ ინსტრუქციას. იწყება პირველ ეტაპი (ინდივიდუალური სამუშაო) : მოსწავლეები ერთიანდებიან სამუშაო ჯგუფებში და კითხულობენ ტექსტის We use these every day შესაბამის ნაწილს.  ვთხოვ ჯგუფებს გამოჰყონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია და გააკეთონ ჩანაწერები, მონახაზები ან სხვ.                                                              8 წთ.                                  
მეორე ეტაპი (ჯგუფური სამუშაო) მოსწავლეები ექსპერტთა ჯგუფში გადადიან და ერთმანეთს უზიარებენ ნამუშევარს, იდეებს და ემზადებიან პრეზენტაციისათვის
                                                                                                                                       5 წთ.
მესამე ეტაპი (თავდაპირველ ჯგუფებში დაბრუნება)  მოსწავლეები წარმოადგენენ რიგრიგობით  საკუთარი ნაწილის პრეზენტაციას                                                    8 წთ.                                                           
დასკვნითი ეტაპი ჯგუფები ირჩევენ პრეზენტატორს და წარმოადგენენ მთლიანი ტექსტის პრეზენტაციას                                                                                  12 წთ.
სსსმ მოსწავლისათვის : აქტიურად ჩართული ჯგუფების მუშაობაში, ეხმარება პრეზენტაციის მომზადებაში ( შეძლებისდაგვარად აფერადებს და აფორმებს)
C -ფაზა -რეფლექსია
აქტ 4   კითხვა-პასუხი  ვთხოვ მოსწავლეებს ერთმანეთს დაუსვან კითხვები და უპასუხონ მათ                                                                                                      3 წთ.
სსსმ მოსწავლისათვის : კითხვა- პასუხზე რეაგირებს წითელი(არასწორია) და მწვანე (სწორია) ბარათებით.
მადლობას ვუხდი კლასს აქტიური მუშაობისათვის , ვთხოვ მოსწავლეებს შეაფასონ ვისი მუშაობა იყო ყველაზე ეფექტური , ვთხოვ შეავსონ გასასვლელი ბილეთები და შეაფასონ საკუთარი მუშაობა გაკვეთილზე.
ვაძლევ  კლასს საშინაო დავალებას English World, pupil’s book, p.92, ex.2                                                                                                                           2 წთ.
                          

No comments:

Post a Comment