Monday, March 4, 2019


გაკვეთილის გეგმა
N  3

მასწავლებლის სახელი, გვარი :  ინგა თედეშვილი
პირადი ნომერი :
საგანი:  ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი:    საბაზო/მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:           25 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ
გაკვეთილის თემა:      Sightseeing. She’s wearing a long grey coat.
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეები  შეძლებენ   :
·         კითხვის უნარის გასავითარებლად გამოიყენონ  ნახევრად ავთენტიკური ტექსტი, წაიკითხონ და გაიგონ ის;
·         გარკვევით და გამომსახველობით  წაიკითხონ ნაცნობი დიალოგი;
·         გამოიყენონ გაცნობითი კითხვის ტექნიკა და შეასრულონ მასთან დაკავშირებული სავარჯიშოები  (skimming);
·         მიმართონ ძიებითი კითხვის ტექნიკას და ტექსტზე დაყრდნობით შეასრულონ სავარჯიშო  true/false    (scanning);
·         ამოიცნონ ტექსტში გრამატიკული დრო Present Continuous და გამოიყენონ მეტყველებისას
მოდიფიცირებული მიზანი: მოსწავლე შეძლებს გამოწეროს კონტურზე სიტყვები თემიდან  (ghost, , group, guide), გააფერადოს  ილუსტრაციები თემისთვის და მიიღოს მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში შეძლებისდაგვარად;
გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს ინგლისური ენის მე-7 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნებიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს. ასევე გათვალისწინებულია საგნის სპეციფიკა როგორც  სსსმ მოსწავლეებთან ასევე მთელ კლასთან.

მოდიფიცირებული მიზანი  შეესაბამება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმის საგნობრივ პროგრამას.
თემა სრულად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.

N
აქტივობის მიზანი და აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წუთ)
1
აქტივობა
საორგანიზაციო ნაწილი
აქტივობის მიზანი
მოსწავლეების მობილიზება გაკვეთილზე აქტიურად  მუშაობისათვის, საორგანიზაციო  საკითხების მოგვარება

აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. შეახსენებს კლასში მოქცევის წესებს და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.


ვერბალური ახსნა,
სლაიდის დემონსტრირება

საერთო საკლასო

·         პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანი
·         პოსტერი გაკვეთილის თემით , მიზნებითა და ჩეკ-ლისტით , რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში  და  ბოლოს , შემოწმებაში მიაღწიეს თუ არა  დასახულ მიზნებს
·         პოსტერი შეფასების რუბრიკებით ; მისი დახმარებით მოსწ-ებს ეცოდინებათ თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი გაკვეთილზე
·         პოსტერი გაკვეთილზე მოქცევის წესებით შეახსენებს მოსწ-ებს  თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაკვეთილზე რათა მათი სამუშაო უფრო ეფექტური იყოს.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.


5 წუთი
2
 A ფაზა :  მოლოდინების განსაზღვრა გამოწვევა , წინარე ცოდნის გააქტიურება
ა) აქტივობის მიზანი : ინტერესის აღძვრა, შესწავლილი ლექსიკური მასალის გახსენება და აქტიური ჩაბმა საგაკვეთილო პროცესში
აქტივობის აღწერა:  მოსწავლეების ყურადღების მობილიზებისთვის მასწავლებელი მიუთითებს დაფაზე წინასწარ გაკრულ ბარათებზე : ყვითელი ბარათები სიტყვებით თემაზე Sightseeing და გვერდით ქაოტურად  არის წითელი ბარათები მათი ქართული შესატყვისებით;  ვთხოვ მოსწავლეებს დააწყვილონ სიტყვები: attractions, beach, ghost, aquarium, pier, tourists, museum, boring, scary;
ბ) აქტივობის მიზანი: ახალი ლექსიკური ერთეულების გაცნობა, მომზადება კითხვისთვის
აქტივობის აღწერა: სლაიდზე მოცემულია სიტყვები და მათი მნიშვნელობის ამსახველი ნახატები, ვთხოვ მოსწავლეებს მოისმინონ და გაიმეორონ  ჩემს შემდეგ და დაიმახსოვრონ  მათი  თარგმანიც და წარმოთქმაც რადგანა ეს სიტყვები მათ  შეხვდებათ  ტექსტში და დაეხმარებიან მის გაგებაში  ( guide, group, ghost walk, theatre, actress, lines).


ლექსიკური თამაში







ვერბალიზაცია







საერთო საკლასო







საერთო საკლასო


წითელი და ყვითელი ბარათები ლექსიკით ორივე ენაზე

ეს რესურსი დაეხმარება მოსწ-ებს წინარე ცოდნის გააქტიურებაში და ჩართულობის ამაღლებაში


სლაიდი სიტყვებითა და სურათებით
ეს რესურსი  მნიშვნელოვანია რადგანაც მოსმენილთან ერთად ვიზუალურად დანახული უფრო კარგად დაამახსოვრდებათ და გაახალისებს მოსწავლეებს, მოუხსნის შესაძლო დაძაბულობას



 3 წუთი
3
B ფაზა : ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება
აქტივობის მიზანი:  გაცნობითი კითხვის უნარის   განვითარება , ნახევრად ავთენტიკური შემეცნებითი ტექსტის   წაკითხვა, მთავარი აზრის გამოტანა ;
აქტივობის აღწერა:  ვსვამ კითხვას ;
Are there really any  ghosts nowadays? 
ა) ვთხოვ მოსწ-ებს წაიკითხონ  ტექსტი სლაიდზე, გამოიყენონ გაცნობითი  კითხვის ტექნიკა და ეცადონ გაიგონ  ტექსტის ზოგადი შინაარსი.  (skimming)
ბ) ვთხოვ მოსწ-ებს მიპასუხონ კითხვებზე:
1.      Who lives in the Theatre Royal in Brighton?
2.      Who is the Grey Lady?
3.      What did a cleaner see one day?
4.      Were the actors scared of the ghost?
5.      Is the Grey Lady dangerous?
6.      Are you afraid of ghosts?
7.      Do you believe in ghosts?

სსსმ-ს აქტივობის მიზანი: შეძლოს გამმოწეროს სიტყვები, რაც შეიძლება სწორად, გაუჩნდეს მოტივაცია წერის   უნარის განვითარებისადმი
·         სსსმ მოსწავლე ასრულებს დავალებას: მუშაობს წერითი უნარის განვითარებაზე,  წერს სიტყვებს თემიდან, ავლებს კალამს  კონტურზე




კითხვა, ვერბალური

















წერა შაბლონზე



მთელი კლასი

















სსსმ მოსწავლე



ტექსტი ბრაიტონის თეატრის მოჩვენების შესახებ სლაიდზე, ‘The Grey Lady (იხ. დანართში)




ეს რესურსი არის მნიშვნელოვანი რადგან ტექსტი არის დამატებით მოცემული, ის არ არის სახელმძღვანელოსი და ამიტომაა მისი ჩვენების საჭიროება







წინასწარ მომზადებული   შაბლონი ასოებითა და სიტყვებით, რომლებიც მოცემულია დიდი ფორმატით ( რადგან მოსწავლე  ახერხებს წერას დიდი ასოებით);
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლე ვერ წერს სწორად, ვერ იცავს სტრიქონებს და ამიტომაც  ესაჭიროება სპეციალური თარგი რათა განვითარდეს მისი  წერის ტექნიკა


 წუთი
4

აქტივობის მიზანი: 
ძიებითი კითხვის უნარის განვითარება, ტექსტის(დიალოგის)   ყურადღებით წაკითხვა, დეტალური ინფორმაციის ამოცნობა  და მასზე დაყრდნობით სავარჯიშოს  true/ false შესრულება
აქტივობის აღწერა: ვახსენებ მოსწავლეებს წინა გაკვეთილის სამეტყველო სიტუაციას
Do you remember where children and Mr. Ward decided to go sightseeing? Yes, right, they went on a ghost walk to the theatre of Brighton!
ვთხოვ მოსწ-ებს შეხედონ  ტექსტის ილუსტრაციას და გამოთქვან ვარაუდი ტექსტის შინაარსზე , მოისმინონ და ჩანაწერთან ერთად წაიკითხონ ტექსტი, ამოიცნონ მასში ახალი  სიტყვები გაიგონ მისი შინაარსი   და შეასრულონ სავ . 3  გვ. 52 ( true /false)


აქტივობის  მიზანი: დაინტერესდეს გაკვეთილის თემით, განვითარდეს მისი  ნატიფი მოტორიკა
აქტივობის აღწერა:
ვთხოვ სსსმ მოსწავლეს გააფერადოს  ტექსტში ნახსენები მოჩვენება (შაბლონი)  და ქვეშ მიუწეროს  სიტყვა ghost




ვარაუდების გამოთქმა
ტექსტის წაკითხვა, მოსმენა












მთელი კლასი














სსსმ მოსწავლე

CD 2 , Track 20
სახელმძღვანელო, გვ. 52, სავ.  2, 3


აუდიო ჩანაწერის გამოყენება ტექსტის წაკითხვის დროს მნიშვნელოვანია, რადგანაც კლასში არიან როგორც ვიზუალური ათვისების უნარის მქონე მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები, რომლებიც მოსმენით უკეთ  ითვისებენ მასალას ; და ამ რესურსების ერთდროულად გამოყენება დაეხმარება მათ შინაარსის გაგებაში
შაბლონი, ფერადი ფანქრები
ასეთი ტიპის რესურსი საშუალებას აძლევს  მოსწავლეს იმუშაოს დამოუკიდებლად და განვითარდეს მისი ხელის მოძრაობები, მისი ნამუშევარი გახდეს უფრო ზუსტი არ გასცდეს საზღვრებს . ეს შემდგომ დაეხმარება მას ასეთივე წესები დაიცვას წერის დროსაც.  გარდა ამისა, ნახატისა და  სიტყვის  და ერთმანეთთან დაკავშირება დაეხმარება მას ლექსიკის დამახსოვრებაში;


2 წუთი
5
აქტივობის მიზანი :  მოსწავლეებმა გარკვევით და გამომსახველობით  წაიკითხონ  ხმამაღლა ნაცნობი ტექსტი
აქტივობის აღწერა :  ვთხოვ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მოისმინონ ტექსტის ჩანაწერი და შემდეგ წაიკითხონ ის ხმამაღლა, როლებში ( 5 მოსწავლე  გამოსაძახებელი ჩხირების  მეშვეობით)
გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები, მოსმენა, კითხვა, მოსმენა
მთელი კლასი
CD 2 , Track 20
სახელმძღვანელო, გვ. 52, სავ.  2
 ჩანაწერის გამოყენება მიზანშეწონილია  ამ შემთხვევაში რადგანაც ის შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს სწორად წარმოთქვან სიტყვები  , წაიკითხონ ტექსტი შესაფერისი ინტონაციით ;


  წუთი
6
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ კონკრეტულ ტექსტზე დაკვირვებით ამოიცნონ გრამატიკული დრო Present Continuous,  სწორად გაიგონ წინადადებები ამ დროით  კონტექსტში.

აქტივობის აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს კიდევ ერთხელ გადახედონ დიალოგს  და ამოიცნონ მასში წინადადებები აწმყო განგრძობით დროში.   მოსწავლეები ამოიცნობენ ამ გრამატიკულ მოვლენას, ხსნიან თუ როდის გამოიყენება ეს დრო და როგორ იწარმოება  მტკიცებითი წინადადება ამ დროში.

კითხვა- პასუხი,
ვერბალური
მთელი კლასი
სახელმძღვანელო, New Inspiration I,  ex. 2/52. ბარათები გრამატიკული კონსტრუქციის ნაწილებით.


ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია ვინაიდან   ის ეხმარება მოსწავლეებს  გამოკვეთონ გრამატიკული საკითხი, გაიხსენონ ნასწავლი მასალა და დაუკავშირონ ის რეალურ სიტუაციას, დამოუკიდებლად გამოიყენონ თეორიული გრამატიკული მასალა განსხვავებულ სიტუაციაშიც.




10 წუთი
7
C ფაზა რეფლექსია,
აქტივობის მიზანი: მოხდეს მიღებული ცოდნისა და ძირითადი იდეების შეჯამება

აქტივობის აღწერა პოსტერზე მოცემულია წინადადებები გრამატიკული შეცდომებით, მოსწავლები აკვირდებიან  და ასწორებენ მათ.
 


თამაში (იხ. დანართში)
ვერბალური




მთელი კლასი

პოსტერი წინადადებებით
აწმყო განგრძობით დროში



ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ მოსწ-ები წინადადებებს და თვითონ წერენ და ისე ასწორებენ შეცდომებს

5  წუთი
8
 გაკვეთილის შეფასება
აქტივობის მიზანი:  მოხდეს ეფექტური უკუკავშირი, მიღებული ცოდნის განსაზღვრა, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესში საკუთრი მონაწილეობის შეფასება .

აქტიივობის აღწერა :
ა) მასწავლებელი ურიგებს რამდენიმე მოსწავლეს  ბარათებს განმსაზღვრელი შეფასებით მათთვის ცნობილი რუბრიკების მიხედვით
ბ) მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას  : w/b: ex.4 , p.45 Find 8  differencies, write sentences in the Pr. Cont,
·         სსსმ მოსწავლს შეფასება
·         აქტივობის მიზანი:
სსსმ მოსწავლემ მიიღოს ეფექტური უკუკავშირი, რომელიც მას  სამომავლოდაც აღუძრავს სურვილს  ჩაერთოს უფრო აქტიურად საგაკვეთილო პროცესში და მეტად იყოს საგნისადმი მოტივირებული
მადლობას ვუხდი მოსწა-ებს აქტიური მუშაობისთვის.

გასასვლელი ბილეთის (იხ. დანართში) შევსება, განმავითარებელი  კომენტარი, კითხვის უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)




წამახალისებელი   კომენტარები , სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)

პოსტერი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით, გასასვლელი  ბილეთი, სსსმ განმავითარებელი შეფასების სქემა, ბარათები განმსაზღვრელი შეფასებით
ამ რესურსების გამოყენება  აუცილებელია, რადგანაც მოსწავლემ იცის თუ როგორ  ფასდება მისი მუშაობა გაკვეთილზე, რა არის მისი ძლიერი ან სუსტი მხარე. შეფასება  ხდება გამჭვირვალედ, ვალიდურად და ობიექტურა

სსსმ მოსწავლე შეფასდება მისთვის განკუთვნილი შეფასების რუბრიკის საშუალებით ( იხ. დანართში);




5 წუთი

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.7. მოსწავლე ფლობს ხმამაღკითხვის უნარს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარკვევით და გამართულად კითხულობს ნაცნობ ტექსტს;
·           თანაკლასელებთან ერთად ხმამაღლა და გამომსახველობით კითხულობს ნაცნობ დიალოგს/სკეჩს, იცავს შესაბამის ინტონაციას სხვადასხვა მოდალობის წინადადების წარმოთქმის დროს.

ცხ.ს.II.12. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს შემეცნებითი ტექსტი სხვადასხვა თემაზე (კულტურისა და საბუნებისმეტყველო სფეროებიდან).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           ამოიცნობს მთავარ თემას/საკითხებს;
·           ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას.

უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი).
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
·           მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს;

) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად:
·         თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრეს მისთვის საჭირო ინფორმაციას.

უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
·           იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
·           ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
·           იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს, სტრუქტურულ მოდელებს.

შეფასება:  განმსაზრვრელი  შეფასება  Reading -ისა  და გაკვეთილზე ჩართულობისთვის. შეფასების სქემა თან ერთვის გეგმას ), განმსაზღვრელი  შეფასება რუბრიკების დახმარებით  სსსმ მოსწავლისთვის, უკუკავშირი


ხელმოწერა:       /.............................................../                                                                          ინგა თედეშვილი

თარიღი:        8 თებერვალი, 2019 წელი
















დანართი

კითხვის უნარის  შეფასების სქემა

მოსწავლე , სრულყოფილად  იგებს  ტექსტს,
კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
 სწრაფად ამოიცნობს   საჭირო ინფორმაციას,
არ უშვებს  ან უშვებს ცოტა შეცდომას,

   
          9-10
მოსწავლე ნაწილობრივ იგებს ტექსტს,
საშუალოდ ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
 სჭირდება დრო ანფორმაციის  ამოსაცნობად, 
 უშვებს რამდენიმე შეცდომას


          7- 8
მოსწავლეს უჭირს ტექსტის გაგება,
ვერ ახდენს ტექსტში ორიენტირებას,
ვერ ამოიცნობს საჭირო ინფორმაციას,
  უშვებს შეცდომებს


            5 -6















სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა

ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
იცავს დროის ლიმიტს
განასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ასოებს
დავალებას ასრულებს
აკურატულად
იცავს გაკვეთილზე ქცევის წესებს

1-2

1-2

1-2

1-2

1-2







გასასვლელი ბილეთი

·         წავიკითხე და კარგად გავიგე ტექსტი                                        1       2          3           4          5
·         სწორად ვუპასუხე კითხვებზე                                                     1       2          3           4          5
·         სწორად გამოვიყენე  Present  Continuous                                    1       2          3           4          5





სავარჯიშო-თამაში


Find and correct mistakes. One sentence is  correct.


1.   The actress  is learn her lines.
2.   Katya and Pierre is  laughing.
3.   The guide is talking to Teresa.
4.   Mr. Ward  and children is  standing outside the theatre.
5.   The Grey Lady are wearing a long coat.



The Grey Lady
People say that there is a ghost in the Theatre Royal in Brighton. The Grey Lady  lives there. She often appears in the dressing room and in the theatre hall. The story tells that it is the ghost of  the famous actress Sarah Bernhardt. One day  a cleaner working in the  building saw the ghost walk past her and  disappear into a wall. Many years ago there was a door  in this place.   People used to  go through that doorway to the ticket office.
 Many actors and actresses have seen the ghost but they were never scared. The general opinion is that she is not dangerous.   Many tourists take  the ghost walk near the theatre to see the Grey Lady.


No comments:

Post a Comment