გაკვეთილის გეგმა
N 2
მასწავლებლის სახელი, გვარი :
ინგა თედეშვილი
პირადი ნომერი :
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ
გაკვეთილის თემა: Sightseeing.
How many ghosts are there?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (საუბრის) მოსმენას
და გაგებას, ამოიცნობენ საუბრის მონაწილეებსა და სასაუბრო თემას, ამოკრიბავენ მოსმენილი
საუბრიდან ფაქტობრივ ინფორმაციას; მოსწავლეები
მიიღებენ მონაწილეობას საუბარში თემაზე Sightseeing , გამიყენებენ ამისათვის
ნაცნობ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციას there is/are და აღწერენ სურათს.
მოდიფიცირებული
მიზანი: მოსწავლე შეძლებს გამოწეროს კონტურზე
სიტყვები თემიდან, გააფერადოს ნახატები და
დააკავშიროს ისინი მათ შესატყვისებთან (bag, book, computer, chair, desk)
გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს
ინგლისური ენის მე-7 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს
გაკვეთილის მიზნებიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება სასწავლო გეგმის საგნობრივი
პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
მოდიფიცირებული მიზანი შეესაბამება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმის
საგნობრივ პროგრამას.
თემა სრულად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.
|
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წუთ)
|
|
1
|
აქტივობა
საორგანიზაციო ნაწილი
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. შეახსენებს კლასში მოქცევის წესებს
და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
აღწერა
დაფაზე დაწერილია გაკვეთილის
თემა, მიზანი. მასწავლებელი ახსენებს კლასში
მოქცევის წესებს, რომელიც წარმოდგენილია პოსტერზე და გაკრულია კედელზე. უხსნის ,
თუ როგორი ფორმით მოუწევთ მუშაობა, განიხილავს შეფასების რუბრიკებს, ეს რუბრიკებიც
გამოკრულია კედელზე.
აქტივობის მიზანი
მოსწავლეების მობილიზება გაკვეთილზე
აქტიურად მუშაობისათვის
|
ვერბალური ახსნა,
სლაიდის დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
·
პოსტერი გაკვეთილის თემით , მიზნებითა და ჩეკ-ლისტით
, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში და ბოლოს
, შემოწმებაში მიაღწიეს თუ არა დასახულ მიზნებს
·
პოსტერი შეფასების რუბრიკებით ; მისი დახმარებით მოსწ-ებს
ეცოდინებათ თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი გაკვეთილზე
·
პოსტერი გაკვეთილზე მოქცევის წესებით შეახსენებს მოსწ-ებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაკვეთილზე რათა
მათი სამუშაო უფრო ეფექტური იყოს.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად
ჩატარებას.
|
5 წუთი
|
|
2
|
A ფაზა
: მოლოდინების განსაზღვრა გამოწვევა , წინარე
ცოდნის გააქტიურება
აქტივობის აღწერა :
საშინაო დავალების შემოწმება, მოსწ-ები იხსენებენ
წინა გაკვეთილზე ნასწავლ ლექსიკასა და გრამატიკულ კონსტრუქციას და ამოწმებენ სამუშაო რვეულის #1 სავარჯიშოს, გვ . 42: მოცემული
სურათისა და მცირე ტექსტის შედარებით პოულობენ და ასწორებენ შეცდომებს.
აქტივობის მიზანი: ამ აქტივობის მიზანია, მასწავლებელმა დაადგინოს თუ როგორ გაიგეს მოსწავლეებმა
წინა გაკვეთილის მასალა და შინაარსობრივად მოემზადონ ამ თემაზე საუბრის გაგრძელებისთვის.
|
კითხვა-პასუხის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
Workbook, ex 1, p. 42
|
7 წუთი
|
|
3
|
აქტივობის აღწერა: გრამატკული სავარჯიშოს შესრულება ( ex.2,
p.42)
ვთხოვ მოსწავლეებს დაასრულონ კითხვითი წინადადებები სურათის მიხედვით
და გასცენ კითხვებზე მოკლე პასუხები. პირველ და მეორე
წინადადების მაგალითზე ვუხსნი და ვახსენებ
სტრატეგიას.
აქტივობის მიზანი: შევახსენო
მოსწ-ებს ლექსიკური და გრამატიკული მასალა ამ თემაზე და ამით მოვამზადო შემდეგი დავალებისთვის, წავახალისო მათი ჩართულობა
გაკვეთილზე, შევქმნათ ყურადღების კონცენტრირება საკითხზე
·
სსსმ მოსწავლე ასრულებს დავალებას: მუშაობს წერითი უნარის
განვითარებაზე, წერს სიტყვებს თემიდან, ავლებს
კალამს კონტურზე
სსსმ-ს აქტივობის მიზანი: შეძლოს გამმოწეროს სიტყვები, რაც შეიძლება სწორად,
გაუჩნდეს მოტივაცია წერის უნარის განვითარებისადმი
|
ზეპირი მეტყველება
წერა შაბლონზე
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
Workbook, ex. 2 , p. 42
წინასწარ მომზადებული შაბლონი
დიდი ზომის ასოებით დაწერილი სიტყვების კონტურებით
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლე
ვერ წერს სწორად, ვერ იცავს სტრიქონებს და ამიტომაც ესაჭიროება სპეციალური თარგი რათა განავითაროს წერის ტექნიკა
|
5 წუთი
|
|
4
|
აქტივობის აღწერა: სურათის აღწერა: ნასწავლი
კონსტრუქციის there
is/are და მოცემული სიტყვების გამოყენებით, ვთხოვ მოსწ-ებს შეხედონ სურათს სავ #3, გვ . 43 და აღწერონ ის. ვთხოვ მიაქციონ
ყურადღება მხოლობითი და მრავლობითი რიცხვის ფორმას.
აქტივობის
მიზანი: ლექსიკური
და გრამატიკული მასალის განმტკიცება,
|
ზეპირი მეტყველება
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით
|
მთელი კლასი
|
Workbook, ex. 3, page 43
გამოსაძახებელი ჩხირები
Workbook -ის გამოყენება
გვაძლევს საშუალებას მიზანმიმართულად და ეფექტურად ვიმუშაოთ სასწავლო მასალის განმტკიცებაზე
|
5 წუთი
|
|
4
|
B ფაზა : ცოდნის
კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება
·
ტექსტის მოსმენა კონკრეტული
ინფორმაციის მოსაპოვებლად
სავ. 6, გვ.
51
აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს
სწრაფად გადახედონ კიდევ ერთხელ ტექსტს ბრაიტონის
შესახებ და სურათებს ტექსტის გარშემო, დააკვირდნენ
განსხვავებული შრიფტით დაწერილ სიტყვებს ტექსტში . შემდეგ კი , ვთხოვ მოუსმინონ საუბარს ბატონი ვორდის და
ახალგაზრდებს შორის, პირველი მოსმენის შემდეგ მიპასუხონ კითხვაზე:
·
Which
four attractions of Brighton are mentioned in the dialogue?
ამის შემდეგ ვთხოვ მოისმინონ მეორედ და შეასრულონ
მე-6 სავარჯიშო მე-51 გვერდზე (მოსმენილის საფუძველზე ჩასვან თინეიჯერების სახელები წინადადებებში)
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა
შეძლონ მოისმინონ და გაიგონ ნაცნობ თემატიკაზე აგებული საუბარი, ამოიცნონ მისი მონაწილეები
და თემატიკა და ამოცნონ მასში ფაქტობრივი ინფორმაცია
სსსმ მოსწავლე ასრულებს თავის დავალებას: აფერადებს ტექსტში ნახსენებ საგნების გამოსახულებებს ( ზღვა, ზვიგენი, აკვარიუმი,
მოჩვენება და სხვა)
მიზანი: დაინტერესდეს
გაკვეთილის თემით, განვითარდეს მისი ნატიფი
მოტორიკა
|
მოსმენა
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
სახელმძღვანელო, CD 2, Track19.
შაბლონები, ფერადი
ფანქრები
ასეთი ტიპის რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეს იმუშაოს დამოუკიდებლად და განვითარდეს
მისი ხელის მოძრაობები, მისი ნამუშევარი გახდეს უფრო ზუსტიარ გასცდეს საზღვრებს და
მოსწავლემ ხალისით შეასრულოს ასეთი და სხვა ტიპის სამუშაო, გაუჩნდეს ინტერესი საგნისადმი.
|
6 წუთი
4 წუთი
|
|
5
|
C ფაზა რეფლექსია,
მიკროდიალოგების შედგენა
აქტივობის აღწერა:
ვთხოვ მოსწავლეებს
წყვილებში შეადგინონ მარტივი, პატარა დიალოგი თემაზე Attractions, გამოიყენონ
მოსმენილი დიალოგიდან სიტყვები და ფრაზები:
·
Let’s
go to……
·
I’m
sorry, but …..
·
OK,
let’s see …..
·
boring
·
interesting
|
წყვილური სამუშაო
დიალოგური მეტყველება
|
მთელი კლასი
|
სიტყვები და ფრაზები დაწერილია დაფაზე
ამ რესურსის გამოყენება
მიზანშეწონილია რადგანაც ვიზუალურად ხედავენ მოსწ-ები სიტყვებსა და საკომუნიკაციო ფრაზებს , იყენებენ მათ მარტივ ინტერაქციაში
|
7 წუთი
|
|
6
|
მასწავლებელი
აძლევს საშინაო დავალებას :
·
აღწერეთ
ჩვენი ქალაქი სანახაობების მხრივ there is/are -ის გამოყენებით (6-7 წინადადება)
·
დაწერილი დავალება გამომიგზავნეთ ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
აქტივობის მიზანი:
მოხდეს მიღებული ცოდნისა და ძირითადი იდეების შეჯამება
|
|
|
|
2 წუთი
|
|
7
|
გაკვეთილის
შეფასება
აქტიივობის აღწერა
: მასწავლებელი განმსაზღვრელი შეფასების დახმარებით
აფასებს კლასის მუშაობას გაკვეთილზე და ამახვილებს
ყურადღებას ნასწავლი მასალის პრაქტიკულ გამოყენებაზე
აქტივობის მიზანი: მოხდეს ეფექტური
უკუკავშირი, მიღებული ცოდნის განსაზღვრა, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების
ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესში საკუთრი მონაწილეობის შეფასება .
·
სსსმ მოსწავლს
შეფასება
მოხდეს მოსწავლის შეფასება განმავითრებელი კომენტარის
, შექებისა და წახალისების სახით, რათ განვითარდეს მისი მოტივაცია საგნის მიმართ
|
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა ( იხ. დანართში)
განმავითარებელი
კომენტარი, მოსმენის უნარის შესახებ
სსსმ მოსწავლის
განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)
|
|
ამ რესურსების
გამოყენება აუცილებელია, რადგანაც მოსწავლემ
იცის თუ როგორ ფასდება მის მუშაობა გაკვეთილზე,
რა არის მისი ძლიერი ან სუსტი მხარე. შეფასება
ხდება გამჭვირვალედ, ვალიდურად და ობიექტურად
|
4 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები, სასაუბრო თემა);
·
ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
·
ამოიცნობს დადებით და უარყოფით შეფასებებს.
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების
გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს
(მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკური მახვილს და სხვა);
·
ამოიცნობს უცნობი სიტყვების, გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ
ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, სიტყვის ფუძე და სხვა);
·
მიზნის შესაბამისად ცვლის მოსმენის სტრატეგიას: ზოგადი შინაარსის
გასაგებად ეყრდნობა ნაცნობ სიტყვებს, არავერბალურ ელემენტებს და ამოიცნობს საკომუნიკაციო
სიტუაციას, კონტექსტს, სასაუბრო თემას; კონკრეტული ინფორმაციის ამოსაცნობად შეარჩევს
კონკრეტულ საყრდენებს, მათზე ყურადღების გამახვილებით ამოკრებს საჭირო ინფორმაციას.
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია
ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე
·
პასუხობს ნასწავლი ტექსტის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;
უცხ.ს.II.25. მოსწავლეს შეუძლია გაბმულად ლაპარაკი.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მარტივი ფრაზებით აღწერს საკუთარ გარემოს;
·
აღწერს სურათს;
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია
მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
ინტერაქციისას
შეარჩევს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ
კონსტრუქციებს;
უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს
სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
მოსწავლე:
·
კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ
სტრუქტურებს/წესებს;
იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ
კონტექსტებში;
შეფასება: განმავითარებელი
კომენტარები და განმსაზრვრელი შეფასება
გაკვეთილზე ჩართულობისთვის.
სსსმ მოსწავლს განმსაზღვრელი შეფასების სქემა (შეფასების სქემები იხილეთ გეგმის დანართში )
ხელმოწერა:
/.............................................../
ინგა თედეშვილი
თარიღი: 7 თებერვალი, 2019 წელი
დანართი
გაკვეთილზე ჩართულობის განმსაზღვრელი
შეფასების სქემა
|
·
მოსწავლე აქტიურად ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
·
სწორად იყენებს
ნასწავლ მასალას
·
არ უშვებს
ან უშვებს ცოტა შეცდომას
|
9-10
|
|
·
მოსწავლე ნაწილობრივად ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
·
საშუალოდ იყენებს ნასწავლ მასალას
·
უშვებს რამდენიმე შეცდომას
|
7-8
|
|
·
მოსწავლე ნაკლებად ჩართულია გაკვეთილის პროცესში,
·
ვერ იყენებს
ნასწავლ მასალას
·
უშვებს შეცდომებსს
|
5-6
|
სსსმ მოსწავლის შეფასების
სქემა
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
|
იცავს დროის ლიმიტს
|
განასხვავებს მთავრულ და არამთავრულ
ასოებს
|
დავალებას ასრულებს
აკურატულად
|
იცავს გაკვეთილზე ქცევის წესებს
|
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
No comments:
Post a Comment