გაკვეთილის გეგმა
N 4
მასწავლებლის სახელი, გვარი : ინგა თედეშვილი
პირადი ნომერი :
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ
გაკვეთილის თემა: Sightseeing.
What’s she doing?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ
:
·
ნაცნობ თემატიკაზე აგებული დიალოგების მოსმენას და გაგებას
·
გამოიყენონ მოსმენის სათანადო
სტრატეგიები შინაარსის გაგების გაადვილებისათვის (ილუსტრაციები, ვერბალური და არავერბალური
საშუალებები);
·
დასვან და უპასუხონ კითხვებს
ნაცნობ თემატიკაზე
·
მოდელების გამოყენებით შეადგინონ
მოკლე გრამატიკული დიალოგები
·
შეადგინონ წინადადებები
მტკიცებითი, კითხვითი და უარყოფითი წინადადებები Present
Continuous დროში
მოდიფიცირებული
მიზანი: მოსწავლე შეძლებს გამოწეროს კონტურზე
დაბოლოებას -ing, შემდეგ კი
მისი დახმარებით შეადგინოს ზმნის მე-4 ფორმა,
იმღეროს ინგლისრ ენაზე და მიიღოს მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში შეძლებისდაგვარად;
გაკვეთილის
თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:
გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს ინგლისური ენის მე-7 კლასის საგნობრივი
პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნებიდან. გაკვეთილის
სასწავლო მიზანი შეესაბამება სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს. ასევე გათვალისწინებულია
საგნის სპეციფიკა როგორც სსსმ მოსწავლეებთან
ასევე მთელ კლასთან.
მოდიფიცირებული მიზანი შეესაბამება სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური გეგმის
საგნობრივ პროგრამას.
თემა სრულად შეესაბამება
კალენდარულ გეგმას.
|
N
|
აქტივობის მიზანი
და აღწერა
|
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების
ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წუთ)
|
|
1
|
აქტივობა
საორგანიზაციო ნაწილი
აქტივობის მიზანი
მოსწავლეების მობილიზება გაკვეთილზე
აქტიურად მუშაობისათვის, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
აქტივობის აღწერა
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს
გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. შეახსენებს კლასში მოქცევის წესებს
და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
|
ვერბალური ახსნა,
სლაიდის დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
·
პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანი
·
პოსტერი გაკვეთილის თემით , მიზნებითა და ჩეკ-ლისტით
, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში და ბოლოს
, შემოწმებაში მიაღწიეს თუ არა დასახულ მიზნებს
·
პოსტერი შეფასების რუბრიკებით ; მისი დახმარებით მოსწ-ებს
ეცოდინებათ თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი გაკვეთილზე
·
პოსტერი გაკვეთილზე მოქცევის წესებით შეახსენებს მოსწ-ებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაკვეთილზე რათა
მათი სამუშაო უფრო ეფექტური იყოს.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად
ჩატარებას.
|
5 წუთი
|
|
2
|
A ფაზა
: მოლოდინების განსაზღვრა გამოწვევა , წინარე
ცოდნის გააქტიურება
ა) აქტივობის
მიზანი : ინტერესის აღძვრა, შესწავლილი გრამატიკული მასალის
გახსენება, საშინაო დავალების შემოწმება, ახალი გრამატიკული სტრუქტურების გაცნობისთვის
მომზადება და აქტიური ჩაბმა საგაკვეთილო
პროცესში
აქტივობის აღწერა:
ვამოწმებთ საშინაო დავალებას სამუშაო რვეულებში სავ.4 გვ. 45 : მოცემულია ორი სურათი , მოსწავლეები ხმამაღლა კითხულობენ მათ
მიერ შედგენილ წინადადებებს ახლ. განგრძობით დროში , რომლებიც აღწერენ ამ სურათებსა და გამოხატავენ 8 განსხვავებას მათ
შორის
ბ) აქტივობის მიზანი: შეჯამდეს გრამატიკული დროის მტკიცებით წინადადებაში გამოყენების
წესები
აქტივობის აღწერა:
მოსწ-ები პასუხობენ კითვაზე
·
How do we form affirmative
sentences in the Pr. Cont. tense?
|
ვერბალური
ვერბალური
|
საერთო საკლასო
საერთო საკლასო
|
Workbook, ex. 4, p. 45
ამ რესურსის გამოყენება
მიზანშეწონილია რადგან მასში მოთავსებული არის საშინაო დავალება;
ფორმულები დაფაზე:
To be + IV
To be =
am/is/are
ამ რესურსის გამოყენება მნისვნელოვანიარადგან ეხმარება მოსწ-ებსუფრო კომპაქტური
ფორმით დაიმახსოვრონ წარმოების წესი
|
? წუთი
|
|
3
|
B ფაზა : ცოდნის
კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება
აქტივობის მიზანი: აწმყო
განგრძობითი დროის კთხვითი და უარყოფითი წინადადებები და მოკლე პასუხების წარმოების შესწავლა
აქტივობის აღწერა: ვახსენებ
მოსწავლეებს კითხვითი წინადადების წარმოებას ( ვაჩვენებ ჟესტიკულაციის
მეშვეობით) და შემდეგ იგივეს ვერბალურადაც ვუხსნი და ერთობლივად ეს ზოგადი წესი ვცდილობთ მოვარგოთ კონკრეტულად განგრძობით დროს .
სსსმ-ს აქტივობის მიზანი: შეძლოს დაწეროს -ing უშეცდომოთ
სსსმ მოსწავლე ასრულებს დავალებას: წინასწარ მომზადებულ შაბლონზე წერს დაბოლოებას - ing
|
ვერბალური, კითვა-პასუხი,
ჟესტიკულაცია
წერა შაბლონზე
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
გრამატიკული სქემები და სასაუბრო მოდელები
ეს რესურსი არის
მნიშვნელოვანი რადგან სქემებისა და ვიზუალური
საშუალებების დახმარებით მოსწ-ებს ექმნებათ უფრო ზუსტი წარმოდგენა მოვლენაზე და ისინი
მას უფრო კარგად ითვისებენ
წინასწარ მომზადებული შაბლონი კონტურით
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია
რადგანაც მოსწავლე შეძლებს დამოუკიდებლად
დაწეროს დაბოლოება -ing , დაიმახსოვროს
ის და მოემზადოს დავალების მომდევნო ეტაპისათვის
|
წუთი
|
|
4
|
აქტივობის მიზანი:
a)
მოსმენილი
დიალოგების საფუძველზე ამოიცნონ საკომუნიკაცო სიტუაცია, დააკავშირონ მინი დიალოგები სურათებთან, უპასუხონ კითხვაზე
აწმყო განგრძობითი დროის გამოყენებით
აქტივობის აღწერა:
მოსწავლეები
უსმენენ მინიდიალოგებს სახემძღვანელოში ( სავ. 2, გვ. 54) და მოსმენის
შემდეგ აკავშირებენ მათ ფოტოებთან. პასუხობენ კითხვებზე:
·
What
are the people in the photos (A, B, C) doing?
·
Did
you guess from the pictures?
·
Can
you guess what people are doing only
by listening to them?
b)
აქტივობის
მიზანი:
მოსმენისას მოიშველიოს
ინტონაცია, ხმის ტემბრი და სხვა და სხვა ტიპის ხმაური ტექსტის შინაარსის გასაგებად. ვიზუალური საშუალებების
გარეშე, მხოლოდ მოსმენით ამოიცნონ ინფორმაცია და გრამატიკული კონსტრუქცია Present Continuous;
აქტივობის აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს
მოუსმინონ პატარა სიტუაციებს და ამოიცნონ
თუ რას აკეთებენ პერსსონაჟები საუბრის
დროს. ამისატვის დააკვირდნენ ინტონაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს და გააკეთონ არჩევანი.
(შეასრულონ სავ
.7, გვ.55)
აქტივობის მიზანი: ისწავლოს თუ როგორ იწარმოება ზმნის მე-4 ფორმა, განვითარდეს მისი მოტორიკა.
აქტივობის აღწერა:
ვთხოვ სსსმ მოსწავლეს
მიუწეროს მოცემულ ზმნებს დაბოლოება ing
|
დიალოგების მოსმენა საერთო შინაარსის
გაგების მიზნით
მოსმენა
|
მთელი კლასი
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
CD 2 , Track 22
სახელმძღვანელო, გვ.
54, სავ. 2, 3
აუდიო ჩანაწერის
გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგანაც მოსწავლეებს უვითარდებით მოსმენის უნარი, , ისინი ეჩვევიან
სხვა და სხვა კილოს, , ტონალობას, მეტყველების
ტემპს
ამ რესურსის გამოყენება
გვაძლევს საშუალებას მოსწავლეებმა მიმართონ მოსმენის სხვადასხვა სტრატეგიასა და ხერხს
და განავითარონ მოსმენის უნარ-ჩვევები
დავალების ფურცელი
ასეთი ტიპის რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეს იმუშაოს დამოუკიდებლად და თანდათან
ჩამოყალიბდეს მისი ენობრივი კომპეტენცია, გაუჩნდეს სურვილი შეასრულოს დავალებები სირთულის გაზრდით
|
2 წუთი
|
|
5
|
აქტივობის მიზანი
: მოსწავლეებმა
წყვილებში აღწერონ განგრძობითი დროის გამოყენებით სურათები მოცემული სასაუბრო მოდელის
მიხედვით
აქტივობის აღწერა
: ვურიგებ
მოსწავლეებს სურათებს და ვთხოვ წყვილებში აღწერონ ისინი განგრძობითი დროის გამოყენებით . ვაჩვენებ მათ სლაიდზე მოდელს და ვთხოვ ანალოგიურად შეადგინონ მიკროდიალოგი.
( იხ. დანართში)
|
წყვილური სამუშაო
|
მთელი კლასი
|
სურათები, მოდელი (ნიმუში) სლაიდზე (იხ. დანართში)
ამ რესურსის გამოყენება
გაახალისებს მოსწავლეებს და დაგვეხმარება
გრამატიკული მასალის განმტკიცებაში
|
წუთი
|
|
6
|
C ფაზა რეფლექსია,
აქტივობის მიზანი:
მოხდეს მიღებული ცოდნისა და ძირითადი იდეების შეჯამება
სახალისო ფორმით
აქტივობის აღწერა
ეკრანზე ხდება
მუსიკალური კლიპის ჩვენება ( სიმრერა Present Continuous ‘ What are you doing?’ ),
მოსმენისა და ყურების შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს იმღერონ და მიაქციონ ყურადღება აწმყო განგრძობითი დროის წარმოებას მტკიცებით
და კითხვით წინადადებებში;
|
სიმღერა
|
მთელი კლასი
|
მუსიკალური ვდეო
ამ რესურსის გამოყენება
მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლეები ვიზუალურად ხედავენ გრამატიკულ სტრუქტურებს, უსმენენ სიმღერას და მღერიან ვიდეოსთან ერთად,
ეს გვაძლევს საშუალებას კიდევ ერთხელ განვამტკიცოთ შესწავლილი მასალა, გავახალისო
მოსწავლეები და ხელი შევუწყო მათი საგნისადმი მოტივაციის ამაღლებას
|
5 წუთი
|
|
7
|
გაკვეთილის
შეფასება
აქტივობის მიზანი: მოხდეს ეფექტური
უკუკავშირი, მიღებული ცოდნის განსაზღვრა, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების
ჩამოყალიბება.
აქტიივობის აღწერა
:
ა) მასწავლებელი
ურიგებს რამდენიმე მოსწავლეს ბარათებს განმსაზღვრელი
შეფასებით მათთვის ცნობილი რუბრიკების მიხედვით
ბ) მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას : w/b: ex.3, 4 გვ. 46,47
·
სსსმ
მოსწავლს შეფასება
·
აქტივობის მიზანი:
სსსმ მოსწავლემ მიიღოს ეფექტური უკუკავშირი, რომელიც
მას სამომავლოდაც აღუძრავს სურვილს ჩაერთოს უფრო აქტიურად საგაკვეთილო პროცესში და
მეტად იყოს საგნისადმი მოტივირებული
|
განმავითარებელი
კომენტარი, მოსმენის უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)
წამახალისებელი კომენტარები , სსსმ მოსწავლის შეფასების რუბრიკა
(იხ. დანართში)
|
|
პოსტერი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით, სსსმ განმავითარებელი
შეფასების სქემა, ბარათები განმსაზღვრელი შეფასებით
ამ რესურსების
გამოყენება აუცილებელია, რადგანაც მოსწავლემ
იცის თუ როგორ ფასდება მისი მუშაობა გაკვეთილზე,
რა არის მისი ძლიერი ან სუსტი მხარე. შეფასება
ხდება გამჭვირვალედ, ვალიდურად და ობიექტურად
|
5 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს
მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.2. მოსწავლეს შეუძლია ნაცნობ თემატიკაზე აგებული ტექსტის (დიალოგის / მონოლოგის) მოსმენა და გაგება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციას (თანამოსაუბრეები, სასაუბრო თემა);
·
ამოკრებს ფაქტობრივ ინფორმაციას (ვინ, სად, როდის, რამდენი, რომელი, როგორი და სხვა);
უცხ.ს.II.6. მოსწავლეს შეუძლია სათანადო სტრატეგიების
გამოყენება შინაარსის გაგების გაადვილების მიზნით.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
· სათაურის, ილუსტრაციების საფუძველზე
გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;
· ცოცხალი მეტყველების/ჩანაწერის
მოსმენისას იშველიებს არავერბალურ ელემენტებს (მაგ., ხმის ტემბრს, ინტონაციას, მიმიკას, ჟესტიკულაციას, სხვადასხვა ტიპის ხმაურს, ლოგიკური მახვილს და სხვა);
· ამოიცნობს უცნობი სიტყვების,
გამოთქმების, წინადადებების მნიშვნელობას ნაცნობ ელემენტებზე დაყრდნობით (მაგ., კონტექსტი, ინტონაცია, სიტყვის ფუძე და სხვა);
უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სვამს და
პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე ( მაგ., ჩაცმულობა,
საყვარელი გმირი, ჰობი, თავისუფალი დრო, სკოლა, მეგობრები და სხვა);
·
სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
უცხ.ს.II.26. მოსწავლეს შეუძლია
მეტყველებისას გამოიყენოს ნასწავლი ენობრივ-გრამატიკული ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სათანადოდ იყენებს ზმნიზედებსა და ზმნის ნასწავლ ფორმებს აწმყო, წარსული
და მომავალი დროის გამოსახატად;
ზეპირმეტყველების
სტრატეგიები
უცხ.ს.II.27. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს ზეპირმეტყველების
სათანადო სტრატეგიები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
კომუნიკაციის
წარმართვისთვის იყენებს აუცილებელ რესურსებს (მაგ., მოდელებს, საკვანძო სიტყვებს, ფრაზებს, გამოთქმებს, კლიშეებს);
უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს
სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ
სტრუქტურებს/წესებს;
·
იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს
განსხვავებულ კონტექსტებში;
·
ადარებს ერთმანეთს უცხოური და მშობლიური
ენების გრამატიკულ სტრუქტურებს/კანონზომიერებებს;
·
იყენებს და თავადაც ქმნის სქემებს, ტაბულებს,
სტრუქტურულ მოდელებს.
შეფასება: მოსმენის
უნარის განმსაზრვრელი შეფასების სქემა და სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა მოცემულია დანართში
ხელმოწერა:
/.............................................../ ინგა თედეშვილი
თარიღი: 11 თებერვალი, 2019 წელი
დანართი
მოსმენის
უნარის
შეფასების სქემა
|
მოსწავლე , სრულყოფილად იგებს
ტექსტს,
სწრაფად ამოიცნობს საჭირო ინფორმაციას,
არ უშვებს
ან უშვებს ცოტა შეცდომას,
|
9-10
|
|
მოსწავლე ნაწილობრივ იგებს ტექსტს,
სჭირდება დრო ანფორმაციის ამოსაცნობად,
უშვებს რამდენიმე
შეცდომას
|
7- 8
|
|
მოსწავლეს უჭირს ტექსტის გაგება,
ვერ ამოიცნობს საჭირო ინფორმაციას,
უშვებს შეცდომებს
|
5 -6
|
სსსმ მოსწავლის შეფასების
სქემა
|
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
|
იცავს დროის ლიმიტს
|
განასხვავებს მთავრულ და არამთავრულ
ასოებს
|
დავალებას ასრულებს
აკურატულად
|
იცავს გაკვეთილზე ქცევის წესებს
|
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
Model dialogues
A What are they doing?
B They are eating pizza.
A Are
they eating sweets?
B No, they aren’t.
A What is he doing?
B He is climbing a ladder.
A Is he climbing a ladder?
B Yes, he is.
No comments:
Post a Comment