გაკვეთილის გეგმა
N 1
მასწავლებლის სახელი, გვარი : ინგა თედეშვილი
პირადი ნომერი :
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო/მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე, მათ შორის 1 სსსმ
გაკვეთილის თემა: Sightseeing. How many ghosts are there?
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ გაცნობითი და ძიებითი კითხვის ტექნიკის გამოყენებით წაიკითხონ და გაიგონ სარეკლამო ხასიათის ტექსტი ( ტურისტული ბუკლეტი ) , მასში მოიპოვონ ფაქტობრივი ინფორმაცია, რჩევები ; ამოიცნონ ტექსტში ენობრივი კონსტრუქციები there is / there are და სწორად გამოიყენონ ისინი კითხვებზე პასუხების გაცემის დროს და სხვა კონტექსტში.
მოდიფიცირებული მიზანი მოსწავლე შეძლებს გამოწეროს კონტურზე ასოები და მისთვის ტექსტიდან ამოწერილი მოკლე სიტყვები, გააფერადოს ტექსტში ნახსენები საგნები ( ზღვა, ზვიგენი, აკვარიუმი, მოჩვენება და სხვა)
გაკვეთილის გეგმა გამომდინარეობს ინგლისური ენის მე-7 კლასის საგნობრივი პროგრამიდან, მისაღწევი შედეგები გამომდინარეობს გაკვეთილის მიზნებიდან. გაკვეთილის სასწავლო მიზანი შეესაბამება სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის შედეგებსა და ინდიკატორებს.
თემა სრულად შეესაბამება კალენდარულ გეგმას.
N
|
აქტივობის მიზანი და აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები (დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
|
დრო (წუთ)
|
1
|
აქტივობა
საორგანიზაციო ნაწილი
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანს, შეფასების კრიტერიუმებს. შეახსენებს კლასში მოქცევის წესებს და მოუწოდებს მათ აქტიურად ჩაერთონ გაკვეთილის პროცესში.
აღწერა
დაფაზე და პირველ სლაიდზე დაწერილია გაკვეთილის თემა, მიზანი. მასწავლებელი ახსენებს კლასში მოქცევის წესებს, რომელიც წარმოდგენილია პოსტერზე და გაკრულია კედელზე. უხსნის , თუ როგორი ფორმებით მოუწევთ მუშაობა, განიხილავს შეფასების რუბრიკებს, ეს რუბრიკებიც გამოკრულია კედელზე.
აქტივობის მიზანი
მოსწავლეების მობილიზება გაკვეთილზე აქტიურად მუშაობისათვის
|
ვერბალური ახსნა,
სლაიდის დემონსტრირება
|
საერთო საკლასო
|
· პროექტორი, ლეპტოპი, ეკრანი
· პოსტერი გაკვეთილის თემით , მიზნებითა და ჩეკ-ლისტით , რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება გაკვეთილზე მიზანმიმართულად მუშაობაში და ბოლოს , შემოწმებაში მიაღწიეს თუ არა დასახულ მიზნებს
· პოსტერი შეფასების რუბრიკებით ; მისი დახმარებით მოსწ-ებს ეცოდინებათ თუ რის მიხედვით შეფასდებიან ისინი გაკვეთილზე
· პოსტერი გაკვეთილზე მოქცევის წესებით შეახსენებს მოსწ-ებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისინი გაკვეთილზე რათა მათი სამუშაო უფრო ეფექტური იყოს.
ეს ყველაფერი ხელს უწყობს გაკვეთილის ორგანიზებულად ჩატარებას.
|
5 წუთი
|
2
|
A ფაზა : მოლოდინების განსაზღვრა გამოწვევა , წინარე ცოდნის გააქტიურება
აღწერა : ვეკითხები მოსწ-ებს თუ როგორ ესმით მათ თემის სახელი და საჭიროების შემთხვევაში ვეხმარები კითხვებით:
1. Do you know the meaning of the word “sightseeing” ?
2. Can you name some famous sights of the world?
3. Name some famous sights of our country/city?
აქტივობის მიზანი: მოვამზადო მოსწავლეები თემისთვის და საინფორმაციო ტექსტის (ტურისტული ბუკლეტის) წაკითხვისა და გაგებისათვის, გავააქტიუროთ შინაარსთან დაკავშირებული წინარრე ცოდნა და გამოცდილება
|
კითხვა-პასუხის მეთოდი
|
საერთო საკლასო
|
მსოფლიოს და საქართველოს ღირშესანიშნაობების სურათების ჩვენება
ეს რესურსი დაეხმარება მოსწ-ებს თემის უკეთ გაგებაში, მაგალითების სწრაფად მოფიქრებაში , თემისადმი ინტერესის გაღვივებაში
|
5 წუთი
|
3
|
ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ სიტყვები თემაზე „სანახაობა“
აღწერა: დაფაზე დაწერილია სიტყვა sightseeing და მოსწავლეები იხსენებენ სიტყვებს ამ თემაზე, კარნახობენ მასწავლებელს ჩასაწერად
აქტივობის მიზანი: შევახსენო მოსწ-ებს ლექსიკა ამ თემაზე და ამით მოვამზადო ტექსტის წაკითხვისთვის და გაგებისთვის, წავახალისო მათი ჩართულობა გაკვეთილზე, შევქმნათ ყურადღების კონცენტრირება საკითხზე
· სსსმ მოსწავლე ასრულებს დავალებას: მუშაობს წერითი უნარის განვითარებაზე, წერს სიტყვებს თემიდან, ავლებს კალამს კონტურზე
სსსმ-ს აქტივობის მიზანი: შეძლოს გამმოწეროს სიტყვები, რაც შეიძლება სწორად, გაუჩნდეს მოტივაცია წერის უნარის განვითარებისადმი
|
გონებრივი იერიში
წერა შაბლონზე
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
ბარათი სიტყვით sightseeing,
დაფა, ცარცი
წინასწარ მომზადებული შაბლონი დიდი ზომის ასოებით დაწერილი სიტყვების კონტურებით
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც მოსწავლე ვერ წერს სწორად, ვერ იცავს სტრიქონებს და ამიტომაც ესაჭიროება სპეციალური თარგი რათა განავითაროს წერის ტექნიკა
|
3 წუთი
|
4
|
B ფაზა : ცოდნის კონსტრუირება, შინაარსის რეალიზება
· ვარაუდისგამოთქმა ტექსტის შინაარსზე ლექსიკის დახმარებით
სავ. 1, გვ. 50
აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს შეხედონ სურათებს ტექსტის გარშემო, ამოიკითხონ სიტყვები სავარჯიშოდან და თქვან, მათი ვარაუდით შეხვდებათ ეს სიტყვები ტექსტში თუ არა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეების წახალისება გამოთქვან ვარაუდი ტექსტის შინაარსის შესახებ მის წაკითხვამდე და ამით გაიადვილონ ტექსტზე მუშაობა
სსსმ მოსწავლე ასრულებს თავის დავალებას: აფერადებს ტექსტში ნახსენებ საგნების გამოსახულებებს ( ზღვა, ზვიგენი, აკვარიუმი, მოჩვენება და სხვა)
მიზანი: დაინტერესდეს გაკვეთილის თემით, განვითარდეს მისი ნატიფი მოტორიკა
|
ვარაუდების გამოთქმა
გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენება
|
მთელი კლასი
სსსმ მოსწავლე
|
სახელმძღვანელო
შაბლონები, ფერადი ფანქრები
ასეთი ტიპის რესურსი საშუალებას აძლევს მოსწავლეს იმუშაოს დამოუკიდებლად და განვითარდეს მისი ხელის მოძრაობები, მისი ნამუშევარი გახდეს უფრო ზუსტიარ გასცდეს საზღვრებს და მოსწავლემ ხალისით შეასრულოს ასეთი და სხვა ტიპის სამუშაო, გაუჩნდეს ინტერესი საგნისადმი.
|
2 წუთი
|
5
|
Brighton –city by the sea, კითვა
აქტივობის აღწერა: ვთხოვ მოსწავლეებს ერთდროულად წაიკითხონ და მოუსმინონ ტექსტს ბრაიტონის შესახებ და თან დააკავშირონ ტექსტში გასხვავებული შრიფტით წარმოდგენილი სანახაობები სურათებთან და დააკავშირონ კითხვები სწორ პასუხებთან, თან ამოიცნონ ზედმეტი პასუხი ( სავ. 2 გვ. 50 , სავ. 3, გვ 51)
აქტივობის მიზანი:მოსწავლეებმა მოიძიონ და დაამუშავონ საჭირო ფაქტობრივი ინფორმაცია ტექსტში , მთლიანობაში დააკვირდნენ ტექსტის შინაარსს, მის მაორგანიზებელ ელემენტებს: აბზაცებს, ილუსტრაციებსა და გამოყოფილ სიტყვებს.
|
კითხვის გაცნობითი და ძიებითი ტექნიკის გამოყენების მეთოდი,
გამოიყენება გამოსაძახებელი ჩხირები
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო. CD-2, track 17
აუდიო ჩანაწერის გამოყენება ტექსტის წაკითხვის დროს მნიშვნელოვანია, რადგანაც კლასში არიან როგორც ვიზუალური ათვისების უნარის მქონე მოსწავლეები, ასევე მოსწავლეები, რომლებიც მოსმენით უკეთ ითვისებენ მასალას ; და ამ რესურსების ერთდროულად გამოყენება უფრო ეფექტურად იმოქმედებს ყველა მოსწავლეზე
|
10 წუთი
|
6
|
ტექსტში ენობრივი , გრამატიკული კონსტრუქციის there is/ there are ამოცნობა და გამოყენება საუბარში.
აქტივობის აღწერა:ვთხოვ მოსწავლეებს გაიხსენონ და უპასუხონ კითხვაზე : What construction do we use when we say that something is somewhere? მოსწ-ები იხსენებენ კონსტრუქციას there is/there are და ვსაუბრობთ მისი გამოყენების წესებზე, შემდეგ ვთხოვ მოსწ-ებს ამოიცნონ ის ტექსტში და წაიკითხონ წინადადებები ამ კონსტრუქციით ხმამაღლა.
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ კონკრეტულ ტექსტზე დაკვირვებით ამოიცნონ გრამატიკული სტრუქტურა და წესი, სწორად გაიგონ ის კონტექსტში.
|
კითხვა- პასუხი,
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო, ბარათები გრამატიკული კონსტრუქციის ნაწილებით.
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია ვინაიდან ის ეხმარება მოსწავლეებს გამოკვეთონ გრამატიკული საკითხი, გადახედონ ადრე ნასწავლ მასალას და დაუკავშირონ ის რეალურ სიტუაციას, დამოუკიდებლად გამოიყენონ თეორიული გრამატიკული მასალა განსხვავებულ სიტუაციაშიც.
|
10 წუთი
|
7
|
C ფაზა რეფლექსია,
ა) ტექსტის მიმოხილვა
აქტივობის აღწერაპოსტერზე მოცემულია წინადადებები ბრაიტონის შესახებ ფაქტობრივი და გრამატიკული შეცდომებით, მოსწავლები აკვირდებიან და ასწორებენ მათ.
ბ) მასწავლებელი აძლევს საშინაო დავალებას : w/b: ex.1 , p.42
აქტივობის მიზანი:მოხდეს მიღებული ცოდნისა და ძირითადი იდეების შეჯამება
|
თამაში (იხ. დანართში)
ვერბალური
|
მთელი კლასი
|
პოსტერი წინადადებებით
ამ რესურსის გამოყენება მიზანშეწონილია რადგანაც ვიზუალურად ხედავენ მოსწ-ები წინადადებებს და თვითონ წერენ და ისე ასწორებენ შეცდომებს
|
5 წუთი
|
8
|
ბ) გაკვეთილის შეფასება
აქტიივობის აღწერა : მოსწავლეები ავსებენ გასასვლელ ბილეთებს, ამ დროს მასწავლებელი ურიგებს რამდენიმე მოსწავლეს ბარათებს განმსაზღვრელი შეფასებით მათთვის ცნობილი რუბრიკების მიხედვით
აქტივობის მიზანი: მოხდეს ეფექტური უკუკავშირი, მიღებული ცოდნის განსაზღვრა, ცოდნის გაღრმავებისათვის საჭირო ახალი შეკითხვების ჩამოყალიბება და სასწავლო პროცესში საკუთრი მონაწილეობის შეფასება .
· სსსმ მოსწავლს შეფასება
მოხდეს მოსწავლის შეფასება განმავითრებელი კომენტარის , შექებისა და წახალისების სახით, რათ განვითარდეს მისი მოტივაცია საგნის მიმართ
|
გასასვლელი ბილეთის (იხ. დანართში) შევსება, განმავითარებელი კომენტარი, კითხვის უნარის განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)
განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (იხ. დანართში)
|
პოსტერი განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით, გასასვლელი ბილეთი, სსსმ განმავითარებელი შეფასების სქემა, ბარათები განმსაზღვრელი შეფასებით
ამ რესურსების გამოყენება აუცილებელია, რადგანაც მოსწავლემ იცის თუ როგორ ფასდება მის მუშაობა გაკვეთილზე, რა არის მისი ძლიერი ან სუსტი მხარე. შეფასება ხდება გამჭვირვალედ, ვალიდურად და ობიექტურად
|
5 წუთი
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
უცხ.ს.II.11. მოსწავლეს შეუძლია წაიკითხოს და გაიგოს სარეკლამო ხასიათის ტექსტი (ტურისტული ბუკლეტი, აფიშა, ანონსი).
მოსწავლე
· ამოიცნობს ფაქტობრივ ინფორმაციას (ადგილს, პირობებს, მონაწილეს და სხვა);
· ამოიცნობს შეფასებებს, რჩევებს.
უცხ.ს.II.14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და ნასწავლი ენობრივი ფორმების ამოცნობა.
მოსწავლე
· ამოიცნობს საკომუნიკაციო სიტუაციის/მიზნის შესატყვის გამოთქმებს, კლიშეებს, ენობრივ კონსტრუქციებს
სარეკლამო ბროშურაში
უცხ.ს.II.15. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კითხვის მიზანი და შესაბამისად გამოიყენოს კითხვის სხვადასხვა ტექნიკა (გაცნობითი, ძიებითი).
მოსწავლე:
ა) მიმართავს გაცნობითი კითხვის ტექნიკას ზოგადი შინაარსის გასაგებად.
· მთლიანობაში აკვირდება ტექსტს, მის სტრუქტურას, მაორგანიზებელ ელემენტებს; განსაზღვრავს, ტექსტის ესა თუ ის ნაწილი რა შინაარსის ინფორმაციას შეიცავს; გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ სხვადასხვა ელემენტზე (მაგ., სათაურზე, ქვესათაურზე, ილუსტრაციზე, საკვანძო სიტყვზე, აბზაცების დასაწყისზე, ერთ-ერთი აბზაცზე, გამოყოფილ სიტყვებზე და სხვა) დაყრდნობით;
ბ) მიმართავს ძიებითი კითხვის ტექნიკას ტექსტში კონკრეტული ინფორმაციის მოსაძიებლად:
· თვალს გადაავლებს ტექსტის სტრუქტურას, სიტყვიერ და არასიტყვიერ მაორგანიზებელ ელემენტებს და მათზე დაყრდნობით პოულობს და ამოკრებს მისთვის საჭირო ინფორმაციას.
უცხ.ს.II.35. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სტრატეგიები გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.
მოსწავლე:
· კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ სტრუქტურებს/წესებს;
· იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;
შეფასება: განმავითარებელი კომენტარები და განმსაზრვრელი შეფასება Reading -ისა და გაკვეთილზე ჩართულობისთვის. შეფასების სქემა თან ერთვის გეგმას )
ხელმოწერა: /.............................................../ ინგა თედეშვილი
თარიღი: 4 თებერვალი, 2019 წელი
დანართი
კითხვის უნარის შეფასების სქემა
მოსწავლე , სხვადასხვა ტექნიკის გამოყენებით კითხულობს და იგებს ტექსტს, კარგად ახდენს ტექსტში ორიენტირებას, სწრაფად ამოიცნობს საჭირო ინფორმაციას, არ უშვებს ან უშვებს ცოტა შეცდომას, აქტიურად არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
|
9-10
|
მოსწავლე კითხულობს ტექსტს და ნაწილობრივ იგებს მას, საშუალოდ ახდენს ტექსტში ორიენტირებას, სჭირდება დრო ანფორმაციის ამოსაცნობად, ნაწილობრივად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში , უშვებს რამდენიმე შეცდომას
|
7- 8
|
მოსწავლე ნელა კითხულობს ტექსტს, უჭირს მისი გაგება, ვერ ახდენს ტექსტში ორიენტირებას, ნაკლებად ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, უშვებს შეცდომებს
|
5 -6
|
სსსმ მოსწავლის შეფასების სქემა
ჩართულია საგაკვეთილო პროცესში
|
იცავს დროის ლიმიტს
|
განასხვავებს მთავრულ და არამთავრულ ასოებს
|
დავალებას ასრულებს
აკურატულად
|
იცავს გაკვეთილზე ქცევის წესებს
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
1-2
|
გასასვლელი ბილეთი
· წავიკითხე და კარგად გავიგე ტექსტი 1 2 3 4 5
· სწორად ვუპასუხე კითხვებზე 1 2 3 4 5
· სწორად გამოვიყენე there is/ there are კონსტრუქცია 1 2 3 4 5
სავარჯიშო-თამაში
Find and correct mistakes. One sentence is correct.
1. There is lots of attractions for teenagers in Brighton.
2. At the end of the pier there is a toy shop.
3. There are many sharks in the sea.
4. In the evening there are an open-air theatre on the beach.
5. There is great shops, cafes and restaurants in the Lanes.
6. There are lots of ghosts in these old narrow streets.
7. There is a famous Palace Pier in Khashuri.
No comments:
Post a Comment